https://sputnik-georgia.com/20220626/saxelmwifo-sawarmoebs-vencuruli-kapitalis-fondebsi-investirebis-sesazlebloba-miecemat-267896598.html
სახელმწიფო საწარმოებს ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცემათ
სახელმწიფო საწარმოებს ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცემათ
Sputnik საქართველო
საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში.
2022-06-26T21:20+0400
2022-06-26T21:20+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761751_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_736c28ba13dc4d1a24957fd214f73914.jpg
თბილისი, 26 ივნისი— Sputnik. საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა ექნებათ.აღნიშნული ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო ორგანოებს ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ წილის ფლობა ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ რიცხვში კი საინვესტიციო ფონდებიც შედის.კანონპროექტის ინიციატორების ცნობით, ცვლილებით შენარჩუნდება ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ ინსტიტუტებში, თუმცა საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში.მათი ინფორმაციით, ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საინვესტიციო ფონდების ზედამხედველთან.დეპუტატების გამარტებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩურული კაპიტალი და პირდაპირი ინვესტიციების ფონდები სწორედ ამ გამოწვევას პასუხობენ.კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მაკროეკონომიკის ჭრილში ეს საქართველოს ეკონომიკას გახდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე.ამ ეტაპზე სახელმწიფო საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის მიღება, განმარტავენ დეპუტატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761751_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_014d24ad2cf5f504d109c7fc7896e88f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახელმწიფო საწარმოები ვენჩერული კაპიტალი ფონდები ინვესტირება
სახელმწიფო საწარმოები ვენჩერული კაპიტალი ფონდები ინვესტირება
სახელმწიფო საწარმოებს ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცემათ
21:20 26.06.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში.
თბილისი, 26 ივნისი— Sputnik. საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა ექნებათ.
აღნიშნული ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო ორგანოებს ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ წილის ფლობა ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ რიცხვში კი საინვესტიციო ფონდებიც შედის.
კანონპროექტის ინიციატორების ცნობით, ცვლილებით შენარჩუნდება ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ ინსტიტუტებში, თუმცა საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში.
მათი ინფორმაციით, ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საინვესტიციო ფონდების ზედამხედველთან.
დეპუტატების გამარტებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩურული კაპიტალი და პირდაპირი ინვესტიციების ფონდები სწორედ ამ გამოწვევას პასუხობენ.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მაკროეკონომიკის ჭრილში ეს საქართველოს ეკონომიკას გახდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე.
ამ ეტაპზე სახელმწიფო საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის მიღება, განმარტავენ დეპუტატები.