https://sputnik-georgia.com/20220626/saqartvelos-yofili-uzenaesi-sabwos-deputatebs-sesazloa-saxelmwifo-kompensacia-gauzardon-267893205.html
საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებს შესაძლოა სახელმწიფო კომპენსაცია გაუზარდონ
საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებს შესაძლოა სახელმწიფო კომპენსაცია გაუზარდონ
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადებით, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები მოქმედი დეპუტატების ხელფასის ნახევარს უნდა იღებდნენ
2022-06-26T16:30+0400
2022-06-26T16:30+0400
2022-06-26T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383897_288:525:2994:2047_1920x0_80_0_0_a90411119617749e913a9d884d0c1b0f.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გაზრდას ითვალისწინებს.ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.ცვლილებები ეხება ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული პირების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს და ამასთანავე არსებობს დათქმა, რომ კომპენსაციის ოდენობა, გამონაკლისის გარდა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.დღეს პარლამენტის წევრის გასამრჯელო (თუ ის არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი) 4.624 ლარს შეადგენს. ცვლილებებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთათვის დამატებით გაიზრდება 1.752 ლარით და 2.312 ლარს შეადგენს.საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების თქმით, გაზრდილ კომპენსაციას 165 ადამიანი მიიღებს. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 3.468.960 ლარი უნდა გამოიყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383897_556:465:2665:2047_1920x0_80_0_0_7af48b3d3e0766489b603be8777e7f1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ყოფილი უზენაესი საბჭო დეპუტატები სახელმწიფო კომპენსაცია ზრდა გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე ინიციატივა
საქართველო ყოფილი უზენაესი საბჭო დეპუტატები სახელმწიფო კომპენსაცია ზრდა გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე ინიციატივა
საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებს შესაძლოა სახელმწიფო კომპენსაცია გაუზარდონ
ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადებით, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები მოქმედი დეპუტატების ხელფასის ნახევარს უნდა იღებდნენ
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გაზრდას ითვალისწინებს.
ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.
ცვლილებები ეხება ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
„მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობითა და მიღებული გადაწყვეტილებით რეალობად აქციეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში უზრუნველყვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა“, – ნათქვამია კანონპროექტში.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული პირების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს და ამასთანავე არსებობს დათქმა, რომ კომპენსაციის ოდენობა, გამონაკლისის გარდა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
დღეს პარლამენტის წევრის გასამრჯელო (თუ ის არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი) 4.624 ლარს შეადგენს. ცვლილებებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთათვის დამატებით გაიზრდება 1.752 ლარით და 2.312 ლარს შეადგენს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების თქმით, გაზრდილ კომპენსაციას 165 ადამიანი მიიღებს. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 3.468.960 ლარი უნდა გამოიყოს.