https://sputnik-georgia.com/20220626/rusetsi-momreral-iuri-satunovs-emsvidobebian-dakrzalvis-detalebi-267894695.html
რუსეთში მომღერალ იური შატუნოვს ემშვიდობებიან: დაკრძალვის დეტალები
რუსეთში მომღერალ იური შატუნოვს ემშვიდობებიან: დაკრძალვის დეტალები
Sputnik საქართველო
მომღერლის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდება, ფერფლის ნაწილი გერმანიაში დაიკრძალება
2022-06-26T18:21+0400
2022-06-26T18:21+0400
2023-08-17T19:46+0400
რუსეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267894042_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_b60382df31ac87364ff8546e6649aa8c.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. იური შატუნოვის დაკრძალვა სამშაბათს, 28 ივნისს არის დაგეგმილი, განაცხადა არტისტის წარმომადგენელმა არკადი კუდრიაშოვმა.მომღერალი იური შატუნოვი 48 წლის ასაკში 23 ივნისს გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მომღერლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იურის გული გაუჩერდა სასწრაფო დახმარების მანქანაში.მან განმარტა, რომ ახლობლები იური შატუნოვს ორშაბათს გამოეთხოვებიან, კუდრიაშოვმა ზუსტი დრო არ გაამხილა, მაგრამ დაკრძალვის დარბაზი, მისი თქმით, მთელი დღისთვის არის დაქირავებული.„ფერფლის ერთი ნაწილი დაიკრძალება გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილი - ტროეკუროვსკის სასაფლაოზე. ზოგადად, იური ვასილიევიჩის სურვილი იყო რომ მისი ფერფლი გაფანტულიყო პირდაპირ მის სათევზაო ადგილზე ბავარიაში. ტყეში არის ასეთი სათევზაო ტბა", - განაცხადა კუდრიაშოვმა.„ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები...“ - თამარ გვერდწითელი >>კვირას მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოსკოვში, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე მიმდინარეობს, სადაც ასობით ადამიანია შეკრებილი.შატუნოვი ჯგუფ „ლასკოვი მაის" სოლისტი იყო. რომელიც ცნობილი გახდა ჰიტებით, „თეთრი ვარდები" და „ჭაღარა ღამე".
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267894042_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e11af1a6435cdb1a0a18c4131e890e49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი მომღერალი იური შატუნოვი გამოთხოვება დაკრძალვა დეტალები
რუსეთი მომღერალი იური შატუნოვი გამოთხოვება დაკრძალვა დეტალები
რუსეთში მომღერალ იური შატუნოვს ემშვიდობებიან: დაკრძალვის დეტალები
18:21 26.06.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) მომღერლის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდება, ფერფლის ნაწილი გერმანიაში დაიკრძალება
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. იური შატუნოვის დაკრძალვა სამშაბათს, 28 ივნისს არის დაგეგმილი, განაცხადა არტისტის წარმომადგენელმა არკადი კუდრიაშოვმა.
მომღერალი იური შატუნოვი 48 წლის ასაკში 23 ივნისს გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მომღერლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იურის გული გაუჩერდა სასწრაფო დახმარების მანქანაში.
„როდის იქნება დაკრძალვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არავის დავუშვებთ. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ღამის სამ საათზე დავკრძალოთ... როგორ დაიკრძალება, ამის ამსახველ ფოტოს ავტვირთავთ. სავარაუდოდ, გეგმაშია სამშაბათი“, - თქვა კუდრიაშოვმა.
მან განმარტა, რომ ახლობლები იური შატუნოვს ორშაბათს გამოეთხოვებიან, კუდრიაშოვმა ზუსტი დრო არ გაამხილა, მაგრამ დაკრძალვის დარბაზი, მისი თქმით, მთელი დღისთვის არის დაქირავებული.
„ფერფლის ერთი ნაწილი დაიკრძალება გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილი - ტროეკუროვსკის სასაფლაოზე. ზოგადად, იური ვასილიევიჩის სურვილი იყო რომ მისი ფერფლი გაფანტულიყო პირდაპირ მის სათევზაო ადგილზე ბავარიაში. ტყეში არის ასეთი სათევზაო ტბა", - განაცხადა კუდრიაშოვმა.
კვირას მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოსკოვში, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე მიმდინარეობს, სადაც ასობით ადამიანია შეკრებილი.
შატუნოვი ჯგუფ „ლასკოვი მაის" სოლისტი იყო. რომელიც ცნობილი გახდა ჰიტებით, „თეთრი ვარდები" და „ჭაღარა ღამე".