https://sputnik-georgia.com/20220626/qutaisi-alpana-mamisonis-gzeze-transportis-mozraoba-aikrzala-267880793.html
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
Sputnik საქართველო
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს.
2022-06-26T11:30+0400
2022-06-26T11:30+0400
2022-06-26T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23094/25/230942528_0:170:3036:1878_1920x0_80_0_0_929035da9d1637901edf2dca681e398d.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელი წვიმების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23094/25/230942528_153:0:2884:2048_1920x0_80_0_0_59470a61acbf0eba57c91bf0a86f873a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი-ალპანა-მამისონი გზა ტრანსპორტი მოძრაობა აკრძალვა
ქუთაისი-ალპანა-მამისონი გზა ტრანსპორტი მოძრაობა აკრძალვა
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელი წვიმების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.