ქართველმა ფალავნებმა რომში გამართულ ტურნირზე რვა მედალი მოიპოვეს

© AP Photo / Anvar Ilyasovმოჭიდავე გენო პეტრიაშვილი
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა რომში გამართულ მატეო პელიკონეს სახელობის რეიტინგულ ტურნირზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ოქრო მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა, ტარზან მაისურაძემ და მირიან მაისურაძემ მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ზაურ ბერაძე და ელიზბარ ოდიკაძე.
მატეო პელიკონეს სახელობის ტურნირი სპორტულ ჭიდაობაში რომში 22-25 ივნისს გაიმართა. ეს არის სარეიტინგო სერიის შეჯიბრება, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურები თამაშდება.
ყველა ახალი ამბავი
0