მარნეულში აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerქალაქ მარნეულის ცენტრალური მოედანი
ქალაქ მარნეულის ცენტრალური მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2022
გამოწერა
აივნის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მარნეულში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთი ორსული ქალი იყო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
მედიის ცნობით, აივანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აივნის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0