ისანში სამი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის განყოფილება თბილისში
პოლიციის განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში სამი კაცის დაჭრის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შემთხვევა ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში წუხელ გვიან ღამით მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0