https://sputnik-georgia.com/20220626/dusetis-municipalitetsi-stiqias-ebrzvian-mewyris-sedegad-caxergilia-gzebi-267895809.html
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან: მეწყრის შედეგად ჩახერგილია გზები - ვიდეო
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან: მეწყრის შედეგად ჩახერგილია გზები - ვიდეო
Sputnik საქართველო
რეგიონში ექსკურსიაზე წასული ადამიანები ფშავში ჩაიკეთნენ. ისინი ოჯახებში გადაანაწილეს
2022-06-26T20:03+0400
2022-06-26T20:03+0400
2022-06-26T21:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251251428_0:21:1000:584_1920x0_80_0_0_b5509be10cda0cdd209c46bdff15502d.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, სოფელ კანათიასთან მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.მისივე თქმით, მეწყერი ასევე ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.„მეწყერი ჩამოწვა არმისული ბუჩაანთკართან. იქ მთლიანი ტყის მეწყერი გამოვიდა აქეთ, ცენტრალურ გზაზე და საგზაო დეპარტამენტი იქაც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ქვეშეთშია სტიქია და გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთში არ მიმდინარეობს, რადგან ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. უბრალოდ არაგვია ადიდებული“,- განაცხადა ნარიმანიძემ.არსებული ინფორმაციით, სტიქიამ ზარალი მიაყენა ჭადიჯვრის თემს, ჭილურდიას, ებნისს. ამასთან, ზემო მლეთაში ორი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ.საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251251428_98:0:903:604_1920x0_80_0_0_f26466556ff3292e2558a3e4b6f27258.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დუშეთი მუნიციპალიტეტი სტიქია მეწყერი გზები
დუშეთი მუნიციპალიტეტი სტიქია მეწყერი გზები
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან: მეწყრის შედეგად ჩახერგილია გზები - ვიდეო
20:03 26.06.2022 (განახლებულია: 21:30 26.06.2022) რეგიონში ექსკურსიაზე წასული ადამიანები ფშავში ჩაიკეთნენ. ისინი ოჯახებში გადაანაწილეს
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, სოფელ კანათიასთან მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
„ადგილზეა სამაშველო სამსახური, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული, ადგილზეა ტექნიკა, მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. ამას გარდა, გვაქვს შემდეგი ლოკაციები - ბარისახოში, ჩარგალში, მაღაროსთან, სადაც გაფუჭებულია გზა და მეწყერებია ჩამოსული. ეტაპობრივად ვწმენდთ და წინ მივიწევთ“,- განაცხადა დუშეთის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ.
მისივე თქმით, მეწყერი ასევე ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„მეწყერი ჩამოწვა არმისული ბუჩაანთკართან. იქ მთლიანი ტყის მეწყერი გამოვიდა აქეთ, ცენტრალურ გზაზე და საგზაო დეპარტამენტი იქაც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ქვეშეთშია სტიქია და გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთში არ მიმდინარეობს, რადგან ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. უბრალოდ არაგვია ადიდებული“,- განაცხადა ნარიმანიძემ.
არსებული ინფორმაციით, სტიქიამ ზარალი მიაყენა ჭადიჯვრის თემს, ჭილურდიას, ებნისს. ამასთან, ზემო მლეთაში ორი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
„დაშავებული არავინ არ არის. მუდმივად ხაზზე ვართ, ყველა მოსახლე მირეკავს. ექსკურსიებია ფშავის მხარეს წამოსული და აქაც იგივე სიტუაციაა. ექსკურსიაზე მყოფები უბრალოდ ჩაიკეტნენ, მოსახლეობაში არიან ექსკურსიის ბავშვები გადანაწილებული და მშვიდად არიან, გზა გაიწმინდება და გამოვლენ. მუდმივ კომუნიკაციაზე ვარ მათთან“, - განაცხადა დუშეთის მერმა.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.