უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

© Sputnik / Alexander Imedashviliდანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.
აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ალუდა ზვიადაურის პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართება. მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან ბრძოლაში დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - „პირველი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0