https://sputnik-georgia.com/20220625/tsu-s-gaficulma-studentebma-reqtoris-kabineti-datoves-267865273.html
თსუ-ს გაფიცულმა სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დატოვეს
თსუ-ს გაფიცულმა სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დატოვეს
Sputnik საქართველო
სტუდენტები ყველას მოუწოდებენ, შეუერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
2022-06-25T17:44+0400
2022-06-25T17:44+0400
2022-06-25T17:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365119_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_25518173f892a60bc3a68264d3d09cfb.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. სტუდენტურმა მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.ივნისის დასაწყისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. 10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. ისინი ტერიტორიის დატოვებას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ გეგმავდნენ.სტუდენტების განცხადებით, რექტორის კაბინეტის დატოვება დასაწყისია ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ისინი მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.„10 ივნისის აქცია, რომელიც დასრულდა რექტორის კაბინეტის დაკავებით, იყო პასუხი რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუთვალისწინებლობასა და დაცინვაზე. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს ადგილს, საიდანაც ჩვენ ხმა გავაგონეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ სტუდენტებისთვის საჭირო სოციალურ პოლიტიკას“, - ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათი თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა გამოიღო კონკრეტული შედეგები - უნივერისტეტში ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი, გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით, ასევე მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან.სტუდენტებმა მოუწოდეს სახელმწიფოს, სწრაფად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა სტუდენტებისთვის, რაც, მათი თქმით, გააჯანსაღებს სტუდენტურ ცხოვრებას სახელმწიფოში.გუშინ თსუ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა სტუდენტებთან ერთად მოხდება. ასევე გაფიცულ სტუდენტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.პროტესტი თსუ-შიბოლო პერიოდში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.სტუდენტების მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა აქვთ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.წყარო - „პირველი არხი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365119_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_f2897d844f896ca34668ef105d6666ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თსუ გაფიცვა სტუდენტები რექტორი კაბინეტი დატოვება
თსუ გაფიცვა სტუდენტები რექტორი კაბინეტი დატოვება
თსუ-ს გაფიცულმა სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დატოვეს
სტუდენტები ყველას მოუწოდებენ, შეუერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. სტუდენტურმა მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
ივნისის დასაწყისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. 10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. ისინი ტერიტორიის დატოვებას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ გეგმავდნენ.
სტუდენტების განცხადებით, რექტორის კაბინეტის დატოვება დასაწყისია ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ისინი მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
„10 ივნისის აქცია, რომელიც დასრულდა რექტორის კაბინეტის დაკავებით, იყო პასუხი რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუთვალისწინებლობასა და დაცინვაზე. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს ადგილს, საიდანაც ჩვენ ხმა გავაგონეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ სტუდენტებისთვის საჭირო სოციალურ პოლიტიკას“, - ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა გამოიღო კონკრეტული შედეგები - უნივერისტეტში ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი, გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით, ასევე მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვტოვებთ კაბინეტს, მაგრამ ეს არის არა დასასრული პროცესის ტალღისა, არამედ დასაწყისი ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ბრძოლა განათლებისთვის, ბრძოლა ღირსეული საერთო საცხოვრებლისთვის, ბრძოლა თანასწორობისთვის გრძელდება. სოლიდარობა სტუდენტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტუდენტებმა მოუწოდეს სახელმწიფოს, სწრაფად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა სტუდენტებისთვის, რაც, მათი თქმით, გააჯანსაღებს სტუდენტურ ცხოვრებას სახელმწიფოში.
გუშინ თსუ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა სტუდენტებთან ერთად მოხდება. ასევე გაფიცულ სტუდენტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.
ბოლო პერიოდში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
სტუდენტების მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა აქვთ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.