Tbilisi Jazz Festival კვლავ მსოფლიო მასშტაბის არტისტებს შეკრებს

© courtesy of Tbilisi Jazz Festival / George Nakashdzeგიტარისტი პეტ მეტინი Tbilisi Jazz Festivalზე
გიტარისტი პეტ მეტინი Tbilisi Jazz Festivalზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები წარდგებიან
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. რიგით 25-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს 7-9 ივლისს შეკრებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს ფესტივალი Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ჩატარდება.
7 ივლისი - სცენაზე წარდგება 5 გრემის მფლობელი დაიანა რივზი (Dianne Reeves) ბენდთან ერთად: ჯონ ბისლი, რომერო ლუბამბო, იტაიგურა ბრენდაო და ტერეონ გული.
8 ივლისი - მსმენელის წინაშე თავისი „მისტიური პროექტით“ წარდგება „ქროსქურენთს ტრიო“ (Crosscurrents Trio) - დეივ ჰოლანდი (ბრიტანელი დრამერი), ქრის პოტერი (ამერიკელი ჯაზ-საქსოფონისტი და მულტიინსტრუმენტალისტი) და ზაქირ ჰუსეინი (ინდოელი მუსიკოსი, ტაბლზე დაკვრის ოსტატი).
9 ივლისი - დასკვნითი კონცერტი - ჯაზის ლეგენდა ვიჯეი აიერი (Vijay Iyer), ავსტრალიელი ჯაზ-ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ (Linda May Han Oh) და დრამერი თაიშონ სორეი (Tyshawn Sorey).
ფესტივალზე ასევე გამოვლენ ქართველი მუსიკოსები, კერძოდ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები. გარდა კონცერტებისა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები და დაესწრონ კინოჩვენებებს.
თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა დააფუძნა. მისი წყალობით საქართველოს დედაქალაქის სცენაზე მთელი მსოფლიოდან ჯაზ-მუსიკის არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
ყველა ახალი ამბავი
0