პრემიერა „თუმანიშვილში“: ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა იბსენის „ჯონ გაბრიელ ბორკმანი”

© photo: Sputnikმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
პიესა მიიჩნევა იბსენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებად, „თოჯინების სახლის“ შემდეგ.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე 25 და 26 ივნისს გამოჩენილი ნორვეგიული დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით სპექტაკლის „ჯონ გაბრიელ ბორკმანი” საპრემიერო ჩვენებები გაიმართება.
საკულტო ავტორის მიერ დაწერილი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ქართველი თეატრალები პირველად ნახავენ.
პიესა ეყრდნობა თაღლითობისთვის დაპატიმრებული ოფიცრის რეალურ ისტორიას, რომელიც საპყრობილედან გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავი გარშემომყოფთაგან იზოლაციაში მოაქცია. პიესა მიიჩნევა იბსენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებად, „თოჯინების სახლის“ შემდეგ.
სპექტაკლი წარმოადგენს თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებისა და საერთაშორისო ხელოვანთა ჯგუფის ერთობლივ ნამუშევარს. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.
სპექტაკლის რეჟისორი - ადრიან გიურგეა (Adrian Giurgea) - ინგლისური ენის პროფესორი და კოლგეიტის უნივერსიტეტის (Colgate University) თეატრის რეჟისორი (Hamilton, NY).
დადგმაში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ლია კაპანაძე, დარეჯან ხაჩიძე, მალხაზ აბულაძე, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ლიკა ქობულაძე, თამარ მამულაშვილი, ნატალია გოგოთიძე.
სპექტაკლი ეძღვნება ცნობილი ქართველი რეჟისორის, პროფესორის, ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილეს.
ყველა ახალი ამბავი
0