ნინოწმინდაში ქალს მე-14 შვილი ეყოლა - ფოტო

© Pixabay / PublicDomainPictures
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
ქალი ამბობს, რომ დედობა მისი ოცნება იყო, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ამდენი შვილი ეყოლებოდა.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდაში, სოფელ განძაში მცხოვრებ ვარდუჰ ღაზარიანს 43 წლის ასაკში მე–14 შვილი ეყოლა.
ვარდუჰი სომხეთის ქალაქ გიუმრიში დაიბადა, იუწყება sknews.ge. დაქორწინდა ნინოწმინდაში 19 წლის ასაკში. ქალი ამბობს, რომ დედობა მისი ოცნება იყო, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ამდენი შვილი ეყოლებოდა.
პირველი შვილი 20 წლისას ეყოლა. უფროსი ვაჟი 23 წლისაა, პატარა კი რამდენიმე დღის. 14–დან 2 შვილი სტუდენტია, ერთი აბიტურიენტი, დანარჩენები კი სკოლასა და ბაღში დადიან.
ვარდუჰის შვილებს ჰქვიათ: ჰაკობი, ალექსანი, ჰოვჰანნესი, მანუკი, ნარე, ჰარუთიუნი, დავითი, არფინი, მარიამი, გოჰარი, მკრტიჩი, ლუსინე, ანგელინა და დანიელი.
ღაზარიანების ოჯახი სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევს. გარდა ამისა, ბავშვებზე სახელმწიფო დახმარებასაც იღებენ.
ვარდუჰს გიუმრის პედაგოგიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვის მუშაობის სტაჟი აქვს. ახლა ის მხოლოდ ოჯახზე ზრუნვით და ბავშვების მოვლითაა დაკავებული. ვარდუჰი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 შვილი ჰყავს, დრო საკუთარი თავისთვისაც რჩება.
„ძალიან წყნარი ბავშვები არიან, მთელი დღე გარეთ თამაშობენ. დამოუკიდებლად შეუძლიათ ტანსაცმლის გამოცვლა. ბავშვების გაზრდაში უფროსი გოგოები მეხმარებიან. სადაც სიყვარულია, იქ ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია“, - ამბობს ვარდუჰი.
ვარდუჰი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ბავშვს კიდევ გააჩენს.
წყარო - sknews.ge.
ყველა ახალი ამბავი
0