ოპოზიციამ თბილისში გამართულ აქციაზე მთავრობის გადადგომა მოითხოვა - ვიდეო

გამოწერა
მრავალათასიანი აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის დანიშვნაა, რომელიც ევროკავშირის პირობებს შეასრულებს.
აქციაზე ოპოზიციის მოთხოვნები „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა წაიკითხა.
სახალხო მოძრაობას, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიამ“ ჩამოაყალიბა, ათასობით ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ოპოზიციონერებიც, თუმცა ორგანიზატორებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
გუშინ ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებს, სანამ არ შეასრულებს 12 პირობას. ევროსაბჭომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობას გაუსვა ხაზი, რასაც ხელისუფლებამ წარმატება უწოდა.
მომდევნო დიდი აქცია თბილისში 3 ივლისს გაიმართება – ამ დრომდე მისცეს ვადა ხელისუფლებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შესასრულებლად.
ყველა ახალი ამბავი
0