ავარია ფონიჭალაში: არიან დაშავებულები

CC BY-SA 2.0 / herr.eichhorn / Police car in Tbilisiსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
გზატკეცილზე ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ერთდროულად ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამივე დაზარალებული უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
წყარო - „მთავარი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0