https://sputnik-georgia.com/20220625/ass-si-qalebis-ufleba-abortze-gauqmda-janmo-sasamartlos-gadawyvetilebas-akritikebs-267863364.html
აშშ-ში ქალების უფლება აბორტზე გაუქმდა: ჯანმო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
აშშ-ში ქალების უფლება აბორტზე გაუქმდა: ჯანმო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1973 წლის საქმე „როუ უეიდის წინააღმდეგ“ და გააუქმა ორსულობის შეწყვეტაზე უფლების საკონსტიტუციო გარანტია
2022-06-25T15:20+0400
2022-06-25T15:20+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24788/86/247888675_0:0:2992:1683_1920x0_80_0_0_702543f8d6dae0ac946a771597717528.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1973 წლის საქმე „როუ უეიდის წინააღმდეგ“ და გააუქმა ორსულობის შეწყვეტის კონსტიტუციური უფლების გარანტია. ეს კი ამერიკის შტატებს ამ სფეროს დამოუკიდებლად რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შტატების კანონები აბორტების აკრძალვის შესახებ, რომლებიც ახლა ავტომატურად შევა ძალაში, ქალებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.1973 წლის საქმე Roe v Wade ანიჭებდა ქალებს უფლებას, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩაიტარონ ოპერაცია ორსულობის შეწყვეტის მიზნით.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24788/86/247888675_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_22c68d93428c2c6183dda4ddb106f0cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ ქალები უფლება აბორტი გაუქმება ჯანმო სასამართლო გადაწყვეტილება კრიტიკა ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი
აშშ ქალები უფლება აბორტი გაუქმება ჯანმო სასამართლო გადაწყვეტილება კრიტიკა ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი
აშშ-ში ქალების უფლება აბორტზე გაუქმდა: ჯანმო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
15:20 25.06.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1973 წლის საქმე „როუ უეიდის წინააღმდეგ“ და გააუქმა ორსულობის შეწყვეტაზე უფლების საკონსტიტუციო გარანტია
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს. მოლოდინი მქონდა, რომ ამერიკა ასეთ უფლებებს დაიცავდა“, - განუცხადა სააგენტო Reuter-ს ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1973 წლის საქმე „როუ უეიდის წინააღმდეგ“ და გააუქმა ორსულობის შეწყვეტის კონსტიტუციური უფლების გარანტია. ეს კი ამერიკის შტატებს ამ სფეროს დამოუკიდებლად რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შტატების კანონები აბორტების აკრძალვის შესახებ, რომლებიც ახლა ავტომატურად შევა ძალაში, ქალებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
„ეს სევდიანი დღეა სასამართლოსთვის და მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ს 150 წლით უკან დააბრუნებს.
1973 წლის საქმე Roe v Wade ანიჭებდა ქალებს უფლებას, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩაიტარონ ოპერაცია ორსულობის შეწყვეტის მიზნით.