https://sputnik-georgia.com/20220624/zurosi-gamarjvebas-qomagebtan-ertad-vizeimebt-267844059.html
ილიას ზუროსი: გამარჯვებას ქომაგებთან ერთად ვიზეიმებთ
ილიას ზუროსი: გამარჯვებას ქომაგებთან ერთად ვიზეიმებთ
Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ივლისის დასაწყისში ორ შეხვედრას გამართავს – უკრაინისა და ესპანეთის წინააღმდეგ. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T20:40+0400
2022-06-24T20:40+0400
2022-06-24T23:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23385/51/233855128_0:34:1200:709_1920x0_80_0_0_c5065bc228f2220a5f1529516d8895fe.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.საქართველოს ნაკრები ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა. ეროვნული ნაკრები 1 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება.პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ნაკრების მწვრთნელმა მომავალ მატჩებზე, მოლოდინებსა და გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა.მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვებით პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილზე ოთხივე წაგებით ჩრდილოეთ მაკედონიაა.ბერძენმა მწვრთნელმა ევრობასკეტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. მან საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი გულშემატკივრის წინაშე ნაკრები ღირსეულად წარდგება.„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23385/51/233855128_62:0:1137:806_1920x0_80_0_0_16816af18738fbfc0632af8c9c8b637f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ილიას ზუროსი: გამარჯვებას ქომაგებთან ერთად ვიზეიმებთ
20:40 24.06.2022 (განახლებულია: 23:00 24.06.2022) საქართველოს კალათბურთის ნაკრები ივლისის დასაწყისში ორ შეხვედრას გამართავს – უკრაინისა და ესპანეთის წინააღმდეგ.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ნაკრები ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა. ეროვნული ნაკრები 1 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება.
პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ნაკრების მწვრთნელმა მომავალ მატჩებზე, მოლოდინებსა და გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა.
„თამაშის ტაქტიკაზე უკრაინასთან მატჩამდე ვერ ვისაუბრებ. მე ვენდობი ჩემს მოთამაშეებს. მალე ჩამოვლენ ტედ მაკფადენი და თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე კი 27 ივნისამდე სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ჩაატარებს. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ არის. იმედი მაქვს, რომ ქომაგი დარბაზს გაავსებს და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ“, – აღნიშნა ზუროსმა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვებით პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილზე ოთხივე წაგებით ჩრდილოეთ მაკედონიაა.
ბერძენმა მწვრთნელმა ევრობასკეტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. მან საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი გულშემატკივრის წინაშე ნაკრები ღირსეულად წარდგება.
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.