მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტი უკმაყოფილოა: იგეგმება უშიშროების სამსახურის შეფის შეცვლა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიივან ბაკანოვი
ივან ბაკანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი „ომის პერიოდისთვის უფრო შესაფერისი“ პირით შეცვალოს, იუწყება ამერიკული გაზეთი Politico წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მან ზელენსკისთან დაახლოებული ოთხი მაღალჩინოსანი წყაროსგან, ასევე ერთი დასავლელი დიპლომატისგან მიიღო, რომელიც კიევს უშიშროების სამსახურის რეფორმებში კონსულტაციას უწევდა.
მათი თქმით, უკრაინის ხელისუფლება „უკიდურესად უკმაყოფილოა“ ბაკანოვის მუშაობით. ვინ შეძლებს მის შეცვლას, ჯერჯერობით უცნობია.
გაზეთის ცნობით, კიევში ბევრია უკმაყოფილო ბაკანოვის მუშაობით. როგორც ოპონენტები აცხადებენ, მან ვერ შეძლო „რეაგირება რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე და ამასთან საჭიროებისამებრ ვერ უხელმძღვანელა თავის გიგანტურ სამსახურს, რომელიც 30 ათასზე მეტ აგენტს ითვლის“.

„ჩვენ უკიდურესად უკმაყოფილო ვართ [ბაკანოვის] საქმიანობით და ვმუშაობთ მის მოშორებაზე. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი მისი მართვის [უნარებით]. ახლა ანტიკრიზისული მართვის უნარებია საჭირო, რომლებიც, ჩვენი აზრით, მას არ გააჩნია“, — განუცხადა გამოცემას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

Politico აღნიშნავს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურში 30.000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. ეს შვიდჯერ მეტია ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში (MI5) დასაქმებულ აგენტებზე და პრაქტიკულად შეესაბამება FBI-ს თანამშრომლების რაოდენობას (35 ათასი აგენტი). უშიშროების სამსახურის მიმართ, რომლის მოვალეობებში, გარდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა, ასევე შედის ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა, დიდი ხანია ისმის ბრალდებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის კუთხით. ხოლო უწყების რეფორმირების ყველა მცდელობა ჩავარდა.
ივან ბაკანოვი 47 წლისაა. ის ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის მეგობარია. ხელმძღვანელობდა მის საარჩევნო შტაბს, 2017-2019 წლებში იყო პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად ბაკანოვი 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაინიშნა.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0