ფრთხილად, ტყის ხანძრები! - რისი ცოდნაა საჭირო საქართველოში აალების კერების გაჩენისას

© press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძრის ქრობა
ტყის ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
საქართველოში ზაფხულობით, სამწუხაროდ, ტყეებში ხანძრები პრაქტიკულად ყოველწლიურად ჩნდება. აალების ძირითადი მიზეზებია ჩაუქრობელი სიგარეტი, ძლიერი სიცხე და ქარი, შუშის ბოთლი ან ბოთლი წყლით, რომელიც მზის სხივებს კრებს, კოცონი და სხვ.
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს მოქალაქეებისთვის ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ტყის ხანძრების დროს ჰაერი ბინძურდება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით. ხანძრის დროს, დამწვრობის გარდა, შეიძლება განვითარდეს დისტრეს სინდრომი, ანუ გაუარესდეს ფილტვის ფუნქცია, გამწვავდეს ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.
ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში ჯობს შენობაში დარჩენა, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ხანშიშესულებისთვის; ბინაში შედარებით დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება, ფანჯრების დახურვა.
კონდიციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
თუ კონდიციონერს აქვს როგორც გარე, ისე რეცირკულაციის მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში უნდა ჩაირთოს მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი; თუ შესაძლებელია, მიზანშეწონილია კონდიციონერის ფილტრის გამოცვლა და მაღალი ეფექტურობის ფილტრის დაყენება.
© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo : press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძრის ქრობა
Тушение лесного пожара - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
ტყის ხანძრის ქრობა
ხანძრის შემთხვევაში უნდა გამოირთოს კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა.
გარეთ გასვლისას ხანძრით დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება. ნიღაბი უნდა ფილტრავდეს ძალიან მცირე ნაწილაკებს და ჰერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად აფრთხილებს მოქალაქეებს ტყის ხანძრების მომატებული საფრთხის შესახებ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როდესაც საქართველოს ტყეებში შრება ნიადაგი და ბალახის საფარი, ეს ზრდის ხანძრის გაჩენისა და სწრაფად გავრცელების ალბათობას.
საქართველოში ამოქმედდა ტყით სარგებლობის ახალი წესები, რომელთა თანახმად, კოცონის დანთება ტყეებში ნებადართულია მხოლოდ სპეციალურ ადგილებში.

გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში საქართველოში ბევრი ადამიანი მიემგზავრება ბუნებაში დასასვენებლად. როგორც წესი, დასვენებას თან სდევს პიკნიკი და კოცონი. ახალი წესების შესაბამისად, კოცონის დანთებას ტურისტები შეძლებენ მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სადაც სპეციალური ნიშნებია დაყენებული.

ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 12 ათასამდე ხანძარი ჩნდება. აქედან 100-150 ხანძარი – ტყეებში. ამგვარი ხანძრებით ნადგურდება ასობით ჰექტარი ტყის მასივი.
ყველა ახალი ამბავი
0