https://sputnik-georgia.com/20220624/tavdasxma-tv-pirvelis-gadamgeb-jgufze-267844677.html
თავდასხმა „TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე - საქმეზე გამოძიება დაიწყო
თავდასხმა „TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე - საქმეზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის დოლიძის ქუჩაზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T21:21+0400
2022-06-24T21:21+0400
2022-06-25T19:55+0400
საქართველო
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/88/248788851_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_f46b1005c87722994295f6b2f31de1be.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.ტელეკომპანიის ინფორმაციით, დღეს დოლიძის ქუჩაზე უცნობი პირები ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანიამ გაავრცელა.თავად ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი პირები უკვე იდენტიფიცირებული არიან, თუმცა დაკავებული არავინაა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული ფულად ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/88/248788851_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_36182131493b8c74324e71a7f7e08793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
თავდასხმა „TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე - საქმეზე გამოძიება დაიწყო
21:21 24.06.2022 (განახლებულია: 19:55 25.06.2022) ამ დროისათვის დოლიძის ქუჩაზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დღეს დოლიძის ქუჩაზე უცნობი პირები ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანიამ გაავრცელა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავად ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი პირები უკვე იდენტიფიცირებული არიან, თუმცა დაკავებული არავინაა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული ფულად ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.