https://sputnik-georgia.com/20220624/ra-sakitxebi-ganixiles-prezidentma-zurabishvilma-da-ilia-meorem-267848391.html
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ილია მეორემ
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ილია მეორემ
Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში იგალობებს. ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T22:05+0400
2022-06-24T22:05+0400
2022-06-25T20:01+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356963_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0f653a6695b5cba373e857523974d856.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40 მგალობელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) იგალობებს.პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილ კონცერტს სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. „პატრიარქმა პრეზიდენტს წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ასევე იგალობებს 29 ივნისს, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს, სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორის „ავე მარიას“, ასევე შესრულდება „შენ ხარ ვენახი“.სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 1998 წელს შეიქმნა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.სიქსტის კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია. იგი 1473-1481 წლებში არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით ააგო. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. სიქსტის კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, მოხატულია აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვრების, მათ შორის მიქელანჯელოს მიერ. ამჟამად იქ მუზეუმია, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356963_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_cf2dc1d0b27683685b637b8bf1fc3af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ილია მეორემ
22:05 24.06.2022 (განახლებულია: 20:01 25.06.2022) სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში იგალობებს. ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40 მგალობელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) იგალობებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილ კონცერტს სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.
„პატრიარქმა პრეზიდენტს წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ასევე იგალობებს 29 ივნისს, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს, სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორის „ავე მარიას“, ასევე შესრულდება „შენ ხარ ვენახი“.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 1998 წელს შეიქმნა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.
სიქსტის კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია. იგი 1473-1481 წლებში არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით ააგო. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. სიქსტის კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, მოხატულია აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვრების, მათ შორის მიქელანჯელოს მიერ. ამჟამად იქ მუზეუმია, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ.