პუტინი: რუსეთი მზადაა ხორბლის ექსპორტი გაზარდოს

ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
რუსეთი მზადაა კეთილსინდისიერად შეასრულოს ყველა ვალდებულება არა მხოლოდ მარცვლოვანი კულტურების, არამედ სასუქების მიწოდების საქმეში, განაცხადა პუტინმა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთში კარგი ხორბლის მოსავალია მოსალოდნელი და ქვეყანა შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე 50 მლნ ტონა ხორბლის გატანას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
გაეროში არაერთხელ განაცხადეს სასურსათო კრიზისზე ხორბლის დეფიციტის გამო. დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის მიწოდების შეფერხებაში. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.

„წელს კარგი მოსავალია მოსალოდნელი. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ნორმალურად გვქონდეს. და 37 მილიონი ტონა ხორბლის ნაცვლად, რომელსაც მსოფლიო ბაზარს წელს ვაწვდით, ალბათ, 50 მილიონ ტონა ხორბალს გავიტანთ“, – განაცხადა პუტინმა BRICS+ სამიტის მონაწილეებთან ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა მზადაა, კეთილსინდისიერად შეასრულოს ყველა ვალდებულება არა მხოლოდ მარცვლოვანი კულტურების, არამედ სასუქების, სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა გართულდა: „რთულდება ტრანსპორტის, მშრალი პროდუქციის დაზღვევა, საბანკო გადახდების ჩატარება“ სავაჭრო კონტრაქტების საფუძველზე.
ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინული ხორბლის გატანასთან დაკავშირებული სიტუაცია ხელოვნურადაა გაზვიადებული, რადგან რუსეთი აღნიშნული პროდუქციის გატანას ხელს არ უშლის.
„რუსეთი მზადაა თავისუფლად გაატაროს ხორბლით დატვირთული გემები საერთაშორისო წყლებისკენ, თუ, რასაკვირველია, უკრაინელი სამხედროები განაღმავენ ნავსადგურებს და ახლომდებარე აკვატორიას. მეტიც, ჩვენ გაეროს სამდივნოს წარმომადგენლების მსგავსი შეხედულება გვაქვს, მაგრამ კვლავ არ გვყოფნის ერთი რამ – კიევის ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0