Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თავს დაესხნენ - ინგა გრიგოლია დეტალებზე წერს

© courtesy of Nanuka Kajaiaნანუკა ქაჯაია
ნანუკა ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის ოპერატორს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

,,მამუკა მდინარაძემ ხომ ნატა ქაჯაია შეურაცხყო საშინლად, მავნებელმა. და მისი შეურაცხყოფიდან სულ მალევე ნატას დას, ნანუკა ქაჯაიას და ჩვენს ოპერატორს დაესხნენ თავს ქუჩის ჩიტები. ჩვენი სრული განადგურება უნდათ ამათ, რომ მარტო ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდეთ. პაპო და ნანუკა, არც ვიცი, რაღა დავწერო (პაპუნას ადრე, აქციის დარბევისას თვალი დაუზიანეს). ბოლოს გული გამისკდება ამ მოძალადე ხელისუფლების წყალობით, ვატყობ”, – დაწერა ინგა გრიგოლიამ.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი თიკო ერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინცინდენტი მის თვალწინ მოხდა და მისი კოლეგები ერთ-ერთი რესპონდენტის ჩასაწერად იმყოფებოდნენ ადგილზე, რა დროსაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ტელეკომპანია „TV პირველის“ მიკროფონის დანახვისთანავე თავს დაესხა მათ გინებით.
ყველა ახალი ამბავი
0