ლავროვი: რუსეთი ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო შეთანხმების დადებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Pavel Bednyakovსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ჯგუფის საქმიანობაში „გარკვეული პროგრესია“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
მისი თქმით, მოსკოვი მზად არის კონსულტაციები გაუწიოს ბაქოსა და ერევანს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში.
ლავროვი ბაქოში გუშინ ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, აუცილებელია შეთანხმდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხები, რათა „ავტომობილების მოძრაობას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეექმნას“.

„ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ კონსულტაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის კომისიებს, რომლებიც საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციისთვის შეიქმნა — სხვა შეთანხმებების შესაბამისად. ამ კუთხით გვაქვს კონკრეტული წინადადებები“, — განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მოსკოვი ასევე მზადაა დაეხმაროს ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში.
„როგორც გავიგეთ, სომხური მხარე, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მზად არის ამ საკითხზე მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში დახმარებისთვის აზერბაიჯანისა და სომხეთის თანხმობით“, — დააზუსტა ლავროვმა.
აპრილში სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანთან კომპრომისისთვის მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. 16 ივნისს ილჰამ ალიევმა სომხეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყარაბაღის სტატუსზე ლაპარაკი. მისი თქმით, სადავო რეგიონის სტატუსის ნებისმიერი ხსენება პრობლემებს იწვევს და განიხილება როგორც ისტორიის გადაწერის მცდელობა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს „მოუგვარებლად“ მიიჩნევს.
ყველა ახალი ამბავი
0