ჯანმოსგან განსხვავებით: ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა მაიმუნის ყვავილი პანდემიად გამოაცხადა

© AP Photo / Alexandr Kulikov
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა (WHN), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) განსხვავებით, მაიმუნის ყვავილი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია ქსელის ოფიციალურ საიტზე.

„WHN-მა მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი აფეთქება დღეს პანდემიად გამოაცხადა, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ დაავადება მსოფლიოს 58 ქვეყანაშია გამოვლენილი და დადასტურებულია 3417 შემთხვევა“, — წერია განცხადებაში.

ექსპერტების თქმით, მაიმუნის ყვავილით ინფიცირების სიხშირე კვლავ იზრდება, ვირუსი სწრაფად ვრცელდება რამდენიმე კონტინენტზე. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, შეიძლება ყველაფერი დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს.
„დაავადების აფეთქება არ შეწყდება შეთანხმებული გლობალური მოქმედების გარეშე. ნატურალურ ყვავილთან შედარებით სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი, თუ მისი გავრცელების შესაჩერებლად ზომები არ იქნება მიღებული, მილიონობით ადამიანი დაიღუპება, ბევრი კი დაბრმავდება და დაინვალიდდება“, — აცხადებენ ჯადაცვის მსოფლიო ქსელში.
WHN-მა მაიმუნის ყვავილი პანდემად მანამ გამოაცხადა, სანამ ჯანმო საგანგებო კომიტეტის პირველ სხდომას გამართავდა დაავადებასთან დაკავშირებით. ჯანმოს კომიტეტმა უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო ვითარებას. ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის პირველი სხდომა ჟენევაში ხუთშაბათს გაიხსნა.
წყარო: World Health Network
ყველა ახალი ამბავი
0