მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი ზამთარში ევროპას გაზს სრულად შეუწყვეტს: IEA ქვეყნებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროპა მზად უნდა იყოს რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ამ ზამთარს, განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გენერალურმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გასულ კვირაში ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირება მისი სრული შეწყვეტის წინაპირობად უნდა განიხილებოდეს.

„ევროპა მზად უნდა იყოს რუსული გაზის სრული გათიშვისთვის. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უკეთ გვესმის რუსეთის განზრახვები. დარწმუნებული ვარ, მიწოდებების შემცირება იმას ემსახურება, რომ ევროპამ საცავების შევსება ვერ შეძლოს და გაიზარდოს რუსეთის გავლენა ზამთრის თვეებში“, — განაცხადა ბიროლმა.

IEA-მ და ევროკომისიამ შეიმუშავეს გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსული გაზის მოხმარება. გეგმა მოიცავს სხვადასხვა ზომებს, მათ შორისაა: თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა, განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარება, შენობებში გაზის გამათბობლების სითბოს ტუმბოებით შეცვლა, ავტომაგისტრალებზე მანქანების სიჩქარის შეზღუდვა, ავტომობილებით მგზავრობის შემცირება, სახლებში ტემპერატურის ერთი გრადუსით დაწევა და ა.შ.
კონსალტინგური კომპანია ICIS-ის მონაცემებით, უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რუსეთი ევროკავშირის გაზის მოთხოვნილების 40 პროცენტს უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 20%-მდე დაეცა. ბიროლმა მოუწოდა ევროპის მთავრობებს, მიიღონ ზომები გაზის მოხმარების შესაზღუდად და გადადონ ატომური ელექტროსადგურების დახურვა.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0