https://sputnik-georgia.com/20220624/donbasis-crdiloeti-267832659.html
ეს მათი ბოლო მიჯნაა: რა დაიწყო დონბასის ჩრდილოეთში
ეს მათი ბოლო მიჯნაა: რა დაიწყო დონბასის ჩრდილოეთში
Sputnik საქართველო
ანდრეი კოცი 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T17:18+0400
2022-06-24T17:18+0400
2022-06-24T21:43+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266872247_0:239:3073:1967_1920x0_80_0_0_f62c5bcc47b589541f38771ebf19133e.jpg
ანდრეი კოციუკრაინის ყოფილი ლუგანსკის ოლქის განმათავისუფლებელი ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. დასახლებული პუნქტების დიდ ნაწილს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აკონტროლებს. მოკავშირეთა ჯარი დასავლეთისკენ მიიწევს და პრაქტიკულად სრულად აქვს დაკავებული სევეროდონეცკი. ალყაში ექცევა ლისიჩანსკიც. ქალაქის შემოგარენში რამდენიმე „ქვაბი“ ჩამოყალიბდა.ლისიჩანსკი ნებისმიერი შტურმისთვის რთული სამიზნეა. ქალაქი მდებარეობს ამაღლებულ ადგილზე, მჭიდროდ დასახლებულია. ბევრი სამრეწველო ზონაა, მოსახერხებელი ხანგრძლივი თავდაცვისთვის. ხუთი ნახშირის მომპოვებელი მაღაროა, ათიოდე მსხვილი ქარხანა. ბოლო მონაცემებით, აქ დისლოცირებულ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 5–7 ათასი ადამიანია.უკან დასახევი ადგილი არ არის. „უკრაინელი მებრძოლების დამარცხება დროის საკითხია, – ამბობს ლუგანსკის ჯარის ოფიცერი. – ჩვენი მონაცემებით, ლისიჩანსკში, უკრაინელი სამხედროების გარდა, რამდენიმე ასეული დასავლელი მოხალისეა დაბანაკებული, უმთავრესად, პოლონეთიდან. როგორც მარიუპოლის მაგალითმა აჩვენა, თავდაცვა ქალაქის მჭიდრო დასახლებაშიც განწირულია, თუ დასახლებული პუნქტი სრულადაა ბლოკირებული“.ახლა საუბარია ოპერატიულ ალყაზე, ანუ დაჯგუფება დარჩენილია მომარაგების გარეშე, ასევე მეზობელ მონაკვეთებზე გადასვლის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა ბლოკირებულებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად თავისუფლად მანევრირება.ოპერატიულს მოსდევს ტაქტიკური ალყა. ქალაქთან დამატებითი ძალები მოიყრიან თავს, ჩაკეტავენ ყველა ხვრელს და შეუდგებიან თავდაცვის მეთოდურ გარღვევას არტილერიისა და ავიაციის მეშვეობით. შემდეგი ეტაპია შტურმი ან ხანგრძლივი ალყა.ახალი ქვაბირუსეთისა და ლუგანსკის არმიის ოპერაციის ფარგლებში ბრძოლა დასრულდა ლისიჩანსკის სამხრეთით. ალყაში მოექცა 3 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი. გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს დასახლებული პუნქტი რაი-ალექსანდროვკა და გადაკეტეს ბოლო კომუნიკაცია ლისიჩანსკთან.„ჩვენმა ჯარმა ფაქტობრივად სრულად ალყაში მოაქცია დაჯგუფება გორსკთან და ზოლოტოისთან, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ბორის როჟინი. – შესაბამისად, ახლა წრე შეიკვრება. ამოცანა მარტივია – ლისიჩანსკის მისადგომებთან გასვლა, არტიომოვსკის ტრასის გადაკვეთა, რათა საბოლოოდ მოექცეს ალყაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩრდილოდონეცკის დაჯგუფება“.როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მისი განადგურება ლუგანსკის სრულ გათავისუფლებას ნიშნავს. ქალაქის სამხრეთ მისადგომებთან უკვე ბრძოლები მიმდინარეობს.სლავიანსკის შეტევაექსპერტების აზრით, კიევი ცდილობს მოკავშირე ძალების ყურადღების გადატანას ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან: დონეცკის მიმართულებით სროლა გახშირდა. როგორც დონეცკში აღნიშნავენ, ესვრიან ამერიკული ჰაუბიცებიდან, ცენტრალურ რაიონებსაც კი.ლუგანსკის სამხრეთში დაბანაკებული ძალების ნაწილი შეძლებს შეუტიოს ბახმუტს. იქიდან კი იხსნება პირდაპირი გზა სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ. ამ ქალაქებს დონეცკის რესპუბლიკისთვის უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. სწორედ აქ გაიარა საბრძოლო ნათლობა 2014 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დონეცკის სახალხო ჯარმა და საბოლოოდ სრულფასოვან არმიად ჩამოყალიბდა.კრამატორსკში განთავსებულია გაერთიანებული ძალების უკრაინის ოპერაციული შტაბი. მისი აღება ან განადგურება ბოლოს მოუღებს დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალების მთელ დაჯგუფებას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220616/dasavluri-iarari-267519829.html
https://sputnik-georgia.com/20220513/konfliqti-ukrainasi-266631323.html
https://sputnik-georgia.com/20220407/rit-gamoicines-tavi-ukrainelma-zalovanebma-265814404.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266872247_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae5c0afe333507bc77f455f17d563f0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
უკრაინის ყოფილი ლუგანსკის ოლქის განმათავისუფლებელი ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. დასახლებული პუნქტების დიდ ნაწილს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აკონტროლებს. მოკავშირეთა ჯარი დასავლეთისკენ მიიწევს და პრაქტიკულად სრულად აქვს დაკავებული სევეროდონეცკი. ალყაში ექცევა ლისიჩანსკიც. ქალაქის შემოგარენში რამდენიმე „ქვაბი“ ჩამოყალიბდა.
ლისიჩანსკი ნებისმიერი შტურმისთვის რთული სამიზნეა. ქალაქი მდებარეობს ამაღლებულ ადგილზე, მჭიდროდ დასახლებულია. ბევრი სამრეწველო ზონაა, მოსახერხებელი ხანგრძლივი თავდაცვისთვის. ხუთი ნახშირის მომპოვებელი მაღაროა, ათიოდე მსხვილი ქარხანა. ბოლო მონაცემებით, აქ დისლოცირებულ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 5–7 ათასი ადამიანია.
უკან დასახევი ადგილი არ არის. „უკრაინელი მებრძოლების დამარცხება დროის საკითხია, – ამბობს ლუგანსკის ჯარის ოფიცერი. – ჩვენი მონაცემებით, ლისიჩანსკში, უკრაინელი სამხედროების გარდა, რამდენიმე ასეული დასავლელი მოხალისეა დაბანაკებული, უმთავრესად, პოლონეთიდან. როგორც მარიუპოლის მაგალითმა აჩვენა, თავდაცვა ქალაქის მჭიდრო დასახლებაშიც განწირულია, თუ დასახლებული პუნქტი სრულადაა ბლოკირებული“.
ახლა საუბარია ოპერატიულ ალყაზე, ანუ დაჯგუფება დარჩენილია მომარაგების გარეშე, ასევე მეზობელ მონაკვეთებზე გადასვლის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა ბლოკირებულებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად თავისუფლად მანევრირება.
ოპერატიულს მოსდევს ტაქტიკური ალყა. ქალაქთან დამატებითი ძალები მოიყრიან თავს, ჩაკეტავენ ყველა ხვრელს და შეუდგებიან თავდაცვის მეთოდურ გარღვევას არტილერიისა და ავიაციის მეშვეობით. შემდეგი ეტაპია შტურმი ან ხანგრძლივი ალყა.
რუსეთისა და ლუგანსკის არმიის ოპერაციის ფარგლებში ბრძოლა დასრულდა ლისიჩანსკის სამხრეთით. ალყაში მოექცა 3 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი. გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს დასახლებული პუნქტი რაი-ალექსანდროვკა და გადაკეტეს ბოლო კომუნიკაცია ლისიჩანსკთან.
„ჩვენმა ჯარმა ფაქტობრივად სრულად ალყაში მოაქცია დაჯგუფება გორსკთან და ზოლოტოისთან, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ბორის როჟინი. – შესაბამისად, ახლა წრე შეიკვრება. ამოცანა მარტივია – ლისიჩანსკის მისადგომებთან გასვლა, არტიომოვსკის ტრასის გადაკვეთა, რათა საბოლოოდ მოექცეს ალყაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩრდილოდონეცკის დაჯგუფება“.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მისი განადგურება ლუგანსკის სრულ გათავისუფლებას ნიშნავს. ქალაქის სამხრეთ მისადგომებთან უკვე ბრძოლები მიმდინარეობს.
ექსპერტების აზრით, კიევი ცდილობს მოკავშირე ძალების ყურადღების გადატანას ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან: დონეცკის მიმართულებით სროლა გახშირდა. როგორც დონეცკში აღნიშნავენ, ესვრიან ამერიკული ჰაუბიცებიდან, ცენტრალურ რაიონებსაც კი.
ლუგანსკის სამხრეთში დაბანაკებული ძალების ნაწილი შეძლებს შეუტიოს ბახმუტს. იქიდან კი იხსნება პირდაპირი გზა სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ. ამ ქალაქებს დონეცკის რესპუბლიკისთვის უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. სწორედ აქ გაიარა საბრძოლო ნათლობა 2014 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დონეცკის სახალხო ჯარმა და საბოლოოდ სრულფასოვან არმიად ჩამოყალიბდა.
კრამატორსკში განთავსებულია გაერთიანებული ძალების უკრაინის ოპერაციული შტაბი. მისი აღება ან განადგურება ბოლოს მოუღებს დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალების მთელ დაჯგუფებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე