https://sputnik-georgia.com/20220624/bagebshi-biznesmeni-levan-kacharava-chacxriles-267846451.html
ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს
ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს
Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T20:14+0400
2022-06-24T20:14+0400
2022-06-24T22:55+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/22/248512234_0:280:2644:1767_1920x0_80_0_0_5af95e65c1712573ef8e3cf279cb0b21.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბაგებში კომპანია Silk Road Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 53 წლის ბიზნესმენი ლევან კაჭარავა (მეტსახელად „ტილიკა“) ჩაცხრილეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.შემთხვევა წყნეთის გზაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, საკუთარ ავტომობილში მყოფ კაჭარავას, სავარაუდოდ, 20-მდე ტყვია ესროლეს.ლევან კაჭარავა ცნობილი ბიზნესმენია, ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა. ლევან კაჭარავამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (მეტსახელად „ზარალა“) ერთად 1995–1996 წლებში დააფუძნა კომპანია Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იგი ასევე ფლობდა თანამედროვე ტიპის ფიტნეს-ქსელს. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება კომპანია MULTIPLEX-ს, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/22/248512234_0:32:2644:2015_1920x0_80_0_0_ce1f586360520bad44af86073f67c02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს
20:14 24.06.2022 (განახლებულია: 22:55 24.06.2022) შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბაგებში კომპანია Silk Road Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 53 წლის ბიზნესმენი ლევან კაჭარავა (მეტსახელად „ტილიკა“) ჩაცხრილეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა წყნეთის გზაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, საკუთარ ავტომობილში მყოფ კაჭარავას, სავარაუდოდ, 20-მდე ტყვია ესროლეს.
ლევან კაჭარავა ცნობილი ბიზნესმენია, ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა. ლევან კაჭარავამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (მეტსახელად „ზარალა“) ერთად 1995–1996 წლებში დააფუძნა კომპანია Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იგი ასევე ფლობდა თანამედროვე ტიპის ფიტნეს-ქსელს. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება კომპანია MULTIPLEX-ს, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.