ალუბლის დასაშვები დღიური ნორმა ბავშვებისა და უფროსებისთვის: აკრძალვები და მიღების წესები

© Pixabay / congerdesignალუბალი
ალუბალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ალუბლის დღიური ულუფა მკაცრად უნდა განისაზღვროს, ვინაიდან, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მას შეუძლია არასასურველი შედეგები გამოიწვიოს როგორც სხეულის აღნაგობის, ისე ჯანმრთელობის მხრივ, აცხადებენ ნუტრიციოლოგები.
მათი თქმით, ალუბლის დღიური ულუფის დასადგენად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებაა აუცილებელი.

„ჯანმრთელ ადამიანებს ჯანმო ურჩევს, შეიტანონ ყოველდღიურ რაციონში 400-დან 800 გრამამდე ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილეული. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ალუბლის დღიური ნორმა“, — განმარტავს ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი.

როგორც ექიმი ამბობს, ალუბლის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს და ასევე მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ვინაიდან ალუბალი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.
ირკვევა, რომ დიდი რაოდენობით ალუბალი იწვევს დიარეას. ეს არასასურველი ეფექტი ერთჯერადად 300–400 გრამის მიღებიდან ჩნდება.
რაც შეეხება წონაში დაკლების მსურველებს, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ 100 გრამი ალუბალი დაახლოებით 50 კილოკალორიას უდრის. ამიტომ მას აუცილებლად უნდა დაემატოს ცილები და უჯრედისი. მაგალითად, სელისა და ჩიას თესლი, ხაჭო ან იოგურტი. სწორედ ცილებისა და უჯრედისის წყალობით წარმოქმნის ალუბლის ნახშირწყლები სისხლში შედარებით მცირე რაოდენობის გლუკოზას.
ალუბალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ბალი თუ ალუბალი: რომელი უფრო სასარგებლოა – ექიმის განმარტება
პატარა ბავშვები, გამომდინარე იქიდან, რომ მათი კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტაციული ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ალუბალს რამდენიმე მარცვლიდან უნდა შეაჩვიოთ. ამით თავიდან აიცილებთ არასასურველ გამონაყარს.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ გამონაყარი შესაძლოა მაინცდამაინც ალერგიაზე არ მიანიშნებდეს და ეს უბრალოდ ფერმენტებზე რეაქცია იყოს.
გარდა გამონაყარისა, ალუბალი ბავშვებში იწვევს შებერილობას და გაზების დაგროვებას. ამიტომ ეს ხილი ცილების შემცველი ძირითადი კერძის შემდეგ უნდა მივცეთ ბავშვებს დესერტის სახით. ასეთ შემთხვევაში ალუბალი იქნება უსაფრთხო და დაბალანსებული — როგორც შაქრის, ისე უჯრედისის რაოდენობის მხრივ.
ყველა ახალი ამბავი
0