მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტეხასში დაანგრევენ იმ სკოლას, სადაც სროლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა

© AFP 2024 / JORDAN VONDERHAARპოლიცია ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის ადგილზე
პოლიცია ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
სროლის შედეგად სკოლაში 18 ბავშვი და 3 ზრდასრული დაიღუპა
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ტეხასის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაანგრიოს სკოლის შენობა იუვალდში, სადაც სროლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა დონ მაკლაფლინმა განაცხადა.
ტრაგედია მაისის ბოლოს მოხდა. იუვალდის მკვიდრმა, 18 წლის სალვადორ რამოსმა დაწყებით სკოლაში სროლა ატეხა. პოლიციელებმა რამოსი სროლის დროს მოკლეს.
დაიღუპა 18 ბავშვი და 3 ზრდასრული. სროლა იუვალდში ბოლო ათწლეულში აშშ-ში ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო.
„სკოლა დაინგრევა. თქვენ ვერ მოსთხოვთ ბავშვს ან მასწავლებელს, დაბრუნდეს ამ სკოლაში“, - განაცხადა მერმა ქალაქის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ტელეარხმა Fox News-მა გადასცა.
ყველა ახალი ამბავი
0