https://sputnik-georgia.com/20220623/temur-qecbaia-kviprosis-nakrebis-mwvrtnelis-postze-ganixileba-267786977.html
ფეხბურთი: თემურ ქეცბაიას კანდიდატურა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება
ფეხბურთი: თემურ ქეცბაიას კანდიდატურა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება
Sputnik საქართველო
„ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა პირველი გუნდი კვიპროსზე, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.
2022-06-23T22:20+0400
2022-06-23T22:20+0400
2022-06-23T23:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/45/228424539_0:53:1200:728_1920x0_80_0_0_533b2165ef96319632acbf41feec91ca.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კვიპროსის „ანორთოსისის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა, კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია, იუწყება ადგილობრივი პორტალი Goa.სტატიის ავტორის თქმით, ეს საკითხი ქეცბაიასთან უკვე განიხილეს. ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ „ცოტას დაისვენებს, შემდეგ კი ამ საკითხს განიხილავს“.ამასთან, გუნდიდან წასულ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ მადლობა გადაუხადა.„მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას ჩვენი გუნდის წინსვლაში სამი წლის განმავლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. თქვენ ისევ ასწიეთ „ანორთოსისის“ დონე, ისევ გაგვახარეთ და სიამაყე დაგვიბრუნეთ“, – ნათქვამია გუნდის ვეტერანების წერილში.2008/2009 სეზონში „ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა პირველი გუნდი კვიპროსზე, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.აპრილში სპორტულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაიას კანდიდატურა ინგლისური კლუბი „უოტფორდის“ (Watford) მწვრთნელის პოზიციაზე განიხილებოდა.წყარო - პორტალი Goa.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/45/228424539_105:0:1162:793_1920x0_80_0_0_1dfc7a03641cbdd2e4b5208d989eab60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი თემურ ქეცბაია კვიპროსი ნაკრები მწვრთნელი პოსტი კანდიდატურა
ფეხბურთი თემურ ქეცბაია კვიპროსი ნაკრები მწვრთნელი პოსტი კანდიდატურა
ფეხბურთი: თემურ ქეცბაიას კანდიდატურა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება
22:20 23.06.2022 (განახლებულია: 23:43 23.06.2022) „ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა პირველი გუნდი კვიპროსზე, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კვიპროსის „ანორთოსისის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა, კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია, იუწყება ადგილობრივი პორტალი Goa.
„სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ თემურ ქეცბაია ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, გახდეს ჩვენი გუნდის მორიგი მთავარი მწვრთნელი“, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმით, ეს საკითხი ქეცბაიასთან უკვე განიხილეს. ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ „ცოტას დაისვენებს, შემდეგ კი ამ საკითხს განიხილავს“.
ამასთან, გუნდიდან წასულ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას ჩვენი გუნდის წინსვლაში სამი წლის განმავლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. თქვენ ისევ ასწიეთ „ანორთოსისის“ დონე, ისევ გაგვახარეთ და სიამაყე დაგვიბრუნეთ“, – ნათქვამია გუნდის ვეტერანების წერილში.
2008/2009 სეზონში „ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა პირველი გუნდი კვიპროსზე, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.
აპრილში სპორტულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაიას კანდიდატურა ინგლისური კლუბი „უოტფორდის“ (Watford) მწვრთნელის პოზიციაზე განიხილებოდა.