https://sputnik-georgia.com/20220623/sco-irani-267773742.html
ლავროვი: ირანის SCO-ში გაწევრიანებას დიდი დრო არ დასჭირდება
ლავროვი: ირანის SCO-ში გაწევრიანებას დიდი დრო არ დასჭირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) ირანის გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T16:18+0400
2022-06-23T16:18+0400
2023-07-20T15:45+0400
ირანი
რუსეთი
პოლიტიკა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267773371_0:0:3058:1720_1920x0_80_0_0_09378690d8d2c1c664a36fcca2110342.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) ირანის გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება ირანის SCO-ში სრულუფლებიან წევრად მიღების შარშან დაწყებულ ოფიციალურ პროცესს.ლავროვი დარწმუნებულია, რომ „თეირანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, როგორც მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ცენტრის გაძლიერებაში“.შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს დაარსდა ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ლიდერების მიერ. 2017 წლის 9 ივნისს SCO-ს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ინდოეთი და პაკისტანი, ხოლო 2021 წლის 17 სექტემბერს SCO-ს ლიდერებმა მოიწონეს ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიან წევრად მიღება.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267773371_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_26f1eb861f0d5b45d424a5bb79cc4446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირანი , რუსეთი, პოლიტიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი , რუსეთი, პოლიტიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) ირანის გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ამ წლის სექტემბერში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალ სამიტზე სამარყანდში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს [ირანის ორგანიზაციაში შესვლის] სამართლებრივ ჩარჩოებსა და ვადებს. ამას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს“, — განაცხადა ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკების შემდეგ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება ირანის SCO-ში სრულუფლებიან წევრად მიღების შარშან დაწყებულ ოფიციალურ პროცესს.
ლავროვი დარწმუნებულია, რომ „თეირანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, როგორც მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ცენტრის გაძლიერებაში“.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს დაარსდა ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ლიდერების მიერ. 2017 წლის 9 ივნისს SCO-ს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ინდოეთი და პაკისტანი, ხოლო 2021 წლის 17 სექტემბერს SCO-ს ლიდერებმა მოიწონეს ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიან წევრად მიღება.