https://sputnik-georgia.com/20220623/sanqciebi-rusuli-medoos-winaarmdeg-droebitia-267752593.html
ევროკომისია: სანქციები RT-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ დროებითია
ევროკომისია: სანქციები RT-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ დროებითია
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სანქციები რუსული მედიასაშუალებების – RT-ს, Sputnik-ისა და კიდევ სამი სხვა ტელეარხის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებაა, განაცხადა... 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T10:29+0400
2022-06-23T10:29+0400
2022-06-23T17:44+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ევროკომისია
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/54/247305478_0:0:3339:1878_1920x0_80_0_0_c891e1043e99c48a1295a55855eb0927.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სანქციები რუსული მედიასაშუალებების – RT-ს, Sputnik-ისა და კიდევ სამი სხვა ტელეარხის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებაა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ.ევროკავშირმა 2 მარტს აკრძალა RT-ის და Sputnik-ის სიგნალისა და კონტენტის გავრცელება უკრაინაში რუსული „სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. კერძოდ, დანართში ჩამოთვლილია რამდენიმე ორგანიზაცია: Russia Today English, Russia Today UK, Russia Today Germany, Russia Today France და Russia Today Spanish, ასევე Sputnik — დეტალების გარეშე.ევროკავშირმა ასევე შეაჩერა რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობა: Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24 და TV Center - International.ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა მიმართვა გაუგზავნა ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეიროს და მოუწოდა მას, მიეღო ზომები პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმების შესასრულებლად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/54/247305478_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_5cce6025a67daf0a2c15041d1826d9ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ევროკომისია, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ევროკომისია: სანქციები RT-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ დროებითია
10:29 23.06.2022 (განახლებულია: 17:44 23.06.2022) თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სანქციები რუსული მედიასაშუალებების – RT-ს, Sputnik-ისა და კიდევ სამი სხვა ტელეარხის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებაა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ სანქციების დაწესება Russia Today-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ, გადავწყვიტეთ კიდევ სამი არხის დამატება სანქციების სიაში... მაგრამ ეს დროებითია. ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ [სანქციების მოხსნის საკითხს] სიტუაციის განმუხტვის შემდეგ“, — განაცხადა იუროვამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე.
ევროკავშირმა 2 მარტს აკრძალა RT-ის და Sputnik-ის სიგნალისა და კონტენტის გავრცელება უკრაინაში რუსული „სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. კერძოდ, დანართში ჩამოთვლილია რამდენიმე ორგანიზაცია: Russia Today English, Russia Today UK, Russia Today Germany, Russia Today France და Russia Today Spanish, ასევე Sputnik — დეტალების გარეშე.
ევროკავშირმა ასევე შეაჩერა რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობა: Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24 და TV Center - International.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა მიმართვა გაუგზავნა ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეიროს და მოუწოდა მას, მიეღო ზომები პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმების შესასრულებლად.