მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თეთრი სახლი: აშშ რუსული მარცვლეულის იმპორტიორ ქვეყნებს სანქციებს არ დაუწესებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება არ აპირებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ახორციელებენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ფაინერმა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსული მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტის შეფერხებას. ჩვენი სანქციები არ ვრცელდება რუსულ საკვებ პროდუქტებზე“, — განაცხადა ფაინერმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელშიც აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სურს „მკაფიოდ აცნობოს სურსათის მიმწოდებლებსა და სხვა ქვეყნებს, რომ მათ შეუძლიათ რუსული მარცვლეულის იმპორტი სანქციების სიაში მოხვედრის შიშის გარეშე“.
მსგავსი განცხადება მანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმაც გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეუძლია თავისუფლად შეიძინოს რუსული სურსათი და სასუქი.
ყველა ახალი ამბავი
0