მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

91 წლის მილიარდერი მეოთხე ცოლს ეყრება

CC BY 2.0 / Nelley / Rupert Murdoch and Jerry Hallრუპერტ მერდოკი და ჯერი ჰოლი
რუპერტ მერდოკი და ჯერი ჰოლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მილიარდერი მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მსახიობსა და სუპერმოდელ ჯერი ჰოლს შორდება, იუწყება The New York Times (NYT) ორ წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, როგორც გაზეთი წერს, მერდოკის წარმომადგენელმა ბრაის ტომმა უარი უთხრა გაზეთის ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ჰოლის წარმომადგენლებს ისინი ვერ დაუკავშირდნენ.
მერდოკი ამჟამად 91 წლისაა, ჰოლი კი 65-ის. ისინი 2016 წლის მარტში დაქორწინდნენ ლონდონში.
NYT-ის ცნობით, მერდოკის განქორწინება, რომელიც რიგით მეოთხეა, სავარაუდოდ, ვერ შეცვლის მის მიერ კონტროლირებადი მედიაკომპანიების საკუთრების სტრუქტურას.
მილიარდერი ფლობს წილებს Fox Corp-ში (ტელეკომპანია Fox News-ის შვილობილი კომპანია) და News Corp-ში (The Wall Street Journal-ის გამომცემელი). მედიააქტივებს მერდოკი ოჯახური ტრასტის მეშვეობით მართავს, რომელსაც News Corp-ისა და Fox Corp-ის 40% ეკუთვნის. მედიამაგნატი ასევე არის London Times-ის თანამფლობელი.
გამოცემა Forbes მერდოკის ქონებას 17,6 მილიარდ დოლარად აფასებს. ის პლანეტის ასი უმდიდრესი ადამიანის ჩამონათვალში შედის. 2019 წლის მარტში მერდოკმა თავისი მედიააქტივების Fox-ის, FX-ის, National Geographic Networks-ის ნაწილი და ასევე Star India-ში თავისი წილი გაყიდა 71,3 მილიარდ დოლარად.
მერდოკის პირველი ცოლი ბორტგამცილებელი პატრიცია ბუკერი იყო, რომელთანაც მილიარდერს ქალიშვილი შეეძინა. ისინი 1966 წელს დაშორდნენ.
მეორე მეუღლესთან, შოტლანდიელ ჟურნალისტ ანა მერდოკ მანთან, რომელსაც მედიამაგნატი 1999 წელს გაეყარა, სამი შვილი ჰყავს. მესამედ რუპერტ მერდოკი 2014 წელს განქორწინდა ბიზნესმენ ვენდი დენგთან 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
წყარო: The New York Times
ყველა ახალი ამბავი
0