ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასზე დამაჯერებლად ასპარეზობენ

© Pixabay / 174495ჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
წილისყრის შედეგებით საქართველოს ნაკრები А ჯგუფში მოხვდა და კვიპროსს, სომხეთსა და ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ყველაზე დიდი საერთაშორისო გუნდური შეჯიბრის მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის – დევისის თასის III ჯგუფში ჩვენმა სპორტსმენებმა არცერთი სეტი არ დათმეს.
ქართველმა ჩოგბურთელებმა გუშინ სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრაში ლიხტენშტეინს იგივე ანგარიშით მოუგეს.
ალექსანდრე ბაკშიმ ერიკ პაპარდს ორ სეტში მოუგო - 6:0, 6:2, ხოლო საბა ფურცელაძემ ასევე დამაჯერებლად დაამარცხა ანდრეი სპასოევიჩი - 6:1, 6:2.
წყვილთა თანრიგში ბაკში/ტყემალაძის დუეტმა ბესიმო/სპასოევიჩი დაამარცხა – 6:1, 6:2.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტეინსაც 3:0 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილისთვის კვიპროსთან ითამაშებს. ბოლო და მესამე ადგილზე არიან ლიხტენშტეინი და სომხეთი.
დევისის თასის III ჯგუფში საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია თამაშობენ. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია კვიპროსთან, სომხეთთან და ლიხტენშტეინთან ერთად.
აღნიშნული 8 ნაკრებიდან 3 საუკეთესო (ჯგუფის საუკეთესოებს პლუს მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებული) მეორე ჯგუფის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.
ყველაზე ნაკლები ქულის მქონე ორი გუნდი მესამე ლიგიდან მეოთხეში გადაინაცვლებს.
ყველა ახალი ამბავი
0