პოლიომიელიტის საფრთხე: ქვეყნდება სიმპტომების ჩამონათვალი

CC BY 2.0 / Smarchenko Vadim / Polio Championsვაქცინაცია პოლიომიელიტზე
ვაქცინაცია პოლიომიელიტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პოლიომიელიტი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ინფექციაა, რომელიც იოლად გადადის ხველებითა და ცემინებით.
ახლახან დიდ ბრიტანეთში პოლიომიელიტის გავრცელების საფრთხე გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ფართოდაა ხელმისაწვდომი, იუწყება Daily Express-ი.
მიიჩნეოდა, რომ ბრიტანეთში პოლიომიელიტი ჯერ კიდევ 2003 წელს აღმოიფხვრა სრულად, მაგრამ ახლახან ლონდონის ჩამდინარე წყლებში რამდენიმე „გენეტიკურად დაკავშირებული ვირუსი“ აღმოაჩინეს, რამაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შეაშფოთა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) მოუწოდა მშობლებს, აუცილებლად აცრან ბავშვები ინფექციაზე, ხოლო დავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) პოლიომიელიტის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმტომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამასთან CDC-ს სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადამიანთა უმეტესობაში ინფექციის აშკარა ნიშნები შესაძლოა არც გამოვლინდეს. პოლიომიელიტით ინფიცირებული პაციენტების 25%-ს გრიპის მსგავსი ნიშნები უვითარდება.
CDC-ს მონაცემებით, პოლიომიელიტის ზოგადი სიმტომები ასეთია:
ყელის ტკივილი
მაღალი ტემპერატურა
დაღლილობა
გულისრევის შეგრძნება
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
აღნიშნული სიმპტომები უმეტესწილად ორი-ხუთი დღის განმავლობაში რჩება, თუმცა, როგორც NHS-ში აცხადებენ, შესაძლოა 10 დღეც გაგრძელდეს.
ვირუსის გართულებას შეუძლია დამანგრეველი შედეგი ჰქონდეს ორგანიზმისთვის, მაგალითად, გამოიწვიოს დამბლა, როგორც წესი, ქვედა კიდურებში. ეს შეიძლება რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს. თუმცა დამბლა შეიძლება მუდმივი არ იყოს და პაციენტს მოძრაობის უნარი თანდათან აღუდგეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, პოლიომიელიტი მაინც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს სიცოცხლისთვის იმ შემთხვევაში, თუ დამბლა სასუნთქ კუნთებში განვითარდება.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0