პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - ვიდეო

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბოლო პერიოდში თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში რამდენიმე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს და ოთხი პირი დააკავეს.
დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0