https://sputnik-georgia.com/20220623/partia-moqalaqeebi-pases-yvelaze-msxvili-politikuri-jgufis-nawili-gaxdeba-267785489.html
პარტია „მოქალაქეები“ PACE-ს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი გახდება
პარტია „მოქალაქეები“ PACE-ს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი გახდება
Sputnik საქართველო
პარტია „მოქალაქეებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატი წარმოადგენს
2022-06-23T20:37+0400
2022-06-23T20:37+0400
2022-06-23T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_d305d7bfaa1e56ab0bb51e271467864f.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ პარტიის ლიდერმა ლევან იოსელიანმა აცნობა.პარტია „მოქალაქეების“ წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე.იოსელიანის თქმით, საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ უძღოდა ექვსთვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები.აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია – მას 165 მანდატი აქვს.პარტია „მოქალაქეებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატი ჰყავს – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. პარტია 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 1,33% (25.500 ხმა) მოიპოვა.წყარო - „პირველი არხი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_400:233:2169:1560_1920x0_80_0_0_182c498c81a63dcbdf8abe7b07df3fc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარტია „მოქალაქეები“ pace ჯგუფი ნაწილი სოციალისტები დემოკრატები მწვანეები ლევან იოსელიანი
პარტია „მოქალაქეები“ pace ჯგუფი ნაწილი სოციალისტები დემოკრატები მწვანეები ლევან იოსელიანი
პარტია „მოქალაქეები“ PACE-ს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი გახდება
20:37 23.06.2022 (განახლებულია: 23:24 23.06.2022) პარტია „მოქალაქეები“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ პარტიის ლიდერმა ლევან იოსელიანმა აცნობა.
პარტია „მოქალაქეების“ წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე.
იოსელიანის თქმით, საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ უძღოდა ექვსთვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია – მას 165 მანდატი აქვს.
პარტია „მოქალაქეებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატი ჰყავს – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. პარტია 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 1,33% (25.500 ხმა) მოიპოვა.