თბილისში „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეების კონცერტი გაიმართება

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtკამერული ორკესტრი
კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
საღამოს აჟღერდება შუმანის, რახმანინოვისა და ლისტის მუსიკა.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 23 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება.
კონცერტზე დირიჟორი იქნება დავით მუქერია. მასში მონაწილეობას მიიღებენ „ნიჭიერთა ათწლედის“ გამორჩეული მოსწავლეები – გაბრიელ ბერიძე, ანა ბერიაშვილი, მარიამ ჩახვაძე და სხვ.
კონცერტზე აჟღერდება ვიეტანის, შოსონის, შუმანის, რახმანინოვის, ლისტის ნაწარმოებები.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0