კვარაცხელიას ტრანსფერი და პირველი მატჩი „ნაპოლიში" - ცნობილი გახდა თარიღები

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში პირველი მატჩის ჩატარება, სავარაუდოდ, 14 ივლისს ამხანაგურ შეხვედრაში მოუწევს.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური „ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად 1 ივლისს გახდება, 9 ივლისს კი კლუბს შეკრებაზე შეუერთდება. ინფორმაციას იტალიური გამოცემა SpazioNapoli ავრცელებს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნისთანავე (1 ივლისი) იტალიური კლუბის ფეხბურთელად გამოცხადდება, ხოლო ტრანსფერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„ნაპოლის" ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს" ბოლო მატჩებში არ გამოჩენილა. ის უკვე მზად არის „აძურის" შეუერთდეს. ქართველი გარემარბი „ნაპოლიმ" კაპიტნის ლორენცო ინსინიეს შემცვლელად აიყვანა, რომელიც კარიერას MLS-ის „ტორონტოში" გააგრძელებს", – წერს SpazioNapoli.

გამოცემა Repubblica-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის გუნდი 14 და 17 ივლისს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს, შესაბამისად, კვარაცხელიას აღნიშნულ მატჩებში თავის გამოჩენის საშუალება უკვე მიეცემა.
ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამომ", სადაც ჯერ კიდევ ირიცხება კვარაცხელია, „ნაპოლისგან" ოფიციალური წერილი მიიღო მოთხოვნით, რომ ქართულმა კლუბმა ფეხბურთელი უახლოეს მატჩებში აღარ ათამაშოს. 21 წლის შემტევი უახლოეს დღეებში ტრანსფერის ბოლო დეტალების მოსაგვარებლად იტალიაში გაფრინდება, „დინამოს" კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ახალგაზრდა ტალანტის გარეშე მოუწევს.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პირველად 27 აპრილს ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადაასტურა. 21 წლის ქართველი გარემარბი ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერის ღირებულება კი დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0