კბილების გარკვეულ დროს ხეხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს: დადგინდა კვლევით

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ადამიანის დღეგრძელობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ისეთ უცვლელზე, როგორიც გენებია. თუმცა არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც, რომლის შეცვლაც სრულიად შესაძლებელია, წერს Daily Express-ი მეცნიერებზე დაყრდნობით.
მკვლევარებმა 2011 წელს 1992-2009 წლებში გარდაცვლილი 5611 ხანდაზმული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძილის წინ კბილების გახეხვა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ადამიანის დღეგრძელობას განაპირობებს.
როგორც ანალიზმა აჩვენა, იმ ადამიანებს, რომლებიც კბილებს ძილის წინ იშვიათად ან არასდროს იხეხავდნენ, ჯანმრთელობის პრობლემების რისკი 20-35%-ით უფრო მაღალი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვისაც დაძინებამდე პირის ღრუს მოწესრიგება ჩვევად ჰქონდა ქცეული.
უფრო მეტიც, მათ შორის, ვისაც არასდროს ესარგებლა კბილების საწმენდი ძაფით, სიკვდილის რისკი 30%-ით მაღალი იყო.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ სიკვდილიანობის შემთხვევები მაღალი იყო იმ ადამიანებში, რომლებსაც კბილები აკლდათ. ასეთებში, კბილის პროთეზის შემთხვევაშიც კი, სიკვდილის რისკი 30%-ით მეტი იყო.
უფრო გვიანდელმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Community Dentistry and Oral Epidemiology-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა ზემოთ მოყვანილი დასკვნები.
ახალი კვლევით გაირკვა ისიც, რომ 70 წლის ადამიანებს, რომლებსაც ოცი ან მეტი კბილი აქვთ შენარჩუნებული, კიდევ მეტხანს სიცოცხლის უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ოცზე ნაკლები კბილი აქვს.
როგორც British Dental Health Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნაიჯელ კარტერი ამბობს, პირის ღრუს ჯანმრთელობა ყოველთვის იყო და არის საიმედო მარკერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0