მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პროკურატურა მედიამაგნატის ქალიშვილისთვის 30-წლიან პატიმრობას მოითხოვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო პროკურატურა სასამართლოსგან 30-დან 55 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს ბრიტანელი მედიამაგნატის რობერტ მაქსველის ქალიშვილ გისლეინ მაქსველისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში ცნეს დამნაშავედ, ნათქვამია ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ბაზაში არსებულ დოკუმენტებში.

„[მაქსველის] დანაშაულის სიმძიმისა და მიყენებული ზიანის გაზვიადება ძნელია. მთავრობა მოუწოდებს სასამართლოს, არსებული რეგულაციების შესაბამისად, მიესაჯოს მას თავისუფლების აღკვეთა 360-დან 660 თვემდე“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, სახელმწიფო პროკურატურა ასევე დაჟინებით მოითხოვს მაქსველისთვის 750.000 დოლარის ოდენობის ჯარიმის დაწესებას, „რაც არცთუ ძალიან აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც ამ საქმის ფარგლებშია კანონით გათვალისწინებული“.
მაქსველის საქმეზე განაჩენის გამოტანა 28 ივნისისთვის არის ჩანიშნული.
გასული წლის ბოლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გისლეინ მაქსველი წაყენებული ექვსი მუხლიდან ხუთში ცნეს დამნაშავედ, რომელთაგან ორი უმძიმეს დანაშაულად მიიჩნევა: არასრულწლოვანთა სექსუალური მომსახურებით ვაჭრობა და არასრულწლოვანთა გადაადგილება მათი შემდგომი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.
როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, მაქსველს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც 2019 წლის 6 ივლისს დააკავეს. როგორც პროკურატურამ განაცხადა, არსებობდა მტკიცებულება, რომ ეპშტეინი 2002-2005 წლებში საკუთარ სახლში აწყობდა გარკვეულ წრესთან ათობით არასრულწლოვანი გოგონას შეხვედრებს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო.
ეპშტეინის მეგობრებისა და ნაცნობების წრეში შედიოდნენ მოქმედი და გადამდგარი მაღალჩინოსნები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურები, მსხვილი ბიზნესმენები და შოუბიზნესის ვარსკვლავები. შეერთებულ შტატებში ფინანსისტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც მან 2019 წლის 10 აგვისტოს ციხის საკანში თავი მოიკლა.
ხელისუფლების განცხადებით, ეპშტეინის მომავალ მსხვერპლ არასრულწლოვნებს მისი საყვარელი, გისლეინ მაქსველი პოულობდა და არწმუნებდა, რომ სექსუალური მომსახურება გაეწიათ შესაბამისი ადამიანებისთვის. ამასთან საქმეს ისე აწყობდა, რომ გოგონებს პოლიციისთვის არ მიემართათ.
ყველა ახალი ამბავი
0