მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსხვერპლი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეთა შორის: გაერო ახალ მონაცემებს აქვეყნებს

© Pixabay / konferenzadhs
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან, 2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან 2022 წლის 21 ივნისის 24 საათამდე ქვეყანაში მშვიდობიან მოქალაქეთა შორის 10.403 მსხვერპლია დაფიქსირებული, იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
აქედან 4.634 მოკლულია, 5.769 – დაჭრილი. დაღუპულთა შორის 1.780 მამაკაცია, 1.194 — ქალი, 131 გოგონა და 148 ვაჟი. ოფისის განცხადებით, კიდევ 41 გარდაცვლილი ბავშვისა და 1.340 ზრდასრულის სქესი ვერ დადგინდა.
დონეცკისა და ლუგანსკის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, დაღუპულია 2.524 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 2.449. რუსეთთან აფილირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულია 186 ადამიანი და დაჭრილია 760 მშვიდობიანი მოქალაქე.
მანამდე გაერომ წარმოადგინა ახალი მონაცემები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულთა შესახებ, რომლებმაც ომის გამო მიატოვეს სახლები. ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, 24 თებერვლიდან ქვეყანა 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ყველაზე მეტი ლტოლვილი გასულია რუსეთში (1,3 მილიონზე მეტი ადამიანი), პოლონეთში (1,1 მილიონზე მეტი), გერმანიასა (780 ათასი) და ჩეხეთში (379 ათასზე მეტი). ამ დროისათვის ევროპაში დაახლოებით 5 მილიონი ლტოლვილი იმყოფება, 2 მილიონზე მეტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში.
OHCHR-ში მიაჩნიათ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინტენსიური ბრძოლების ადგილებიდან ინფორმაცია დაგვიანებით მოდის, ბევრი მონაცემი კი ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას.
წყარო: OHCHR
ყველა ახალი ამბავი
0