მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფინეთი მზადაა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ფინეთი ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის და თუ ეს მოხდება, სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევს მას, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტიმო კივინენმა.
მინისტრის თქმით, ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი არსენალი შექმნა, ხოლო „ფინელ სამხედროებს ბრძოლის მოტივაცია აქვთ, რაც გადამწყვეტი ფაქტორია“.
მანამდე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუომი პეკა ჰავისტომ აღნიშნა, რომ ფინეთს სურს შეინარჩუნოს მშვიდობიანი საზღვრები რუსეთთან, ხოლო ქვეყნის ნატოში გაწევრიანება „საფრთხეს არავის უქმნის“.
„ფინეთის ნატოში გაწევრიანება არავის უქმნის საფრთხეს. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთთან ჩვენი 800-მილიან საზღვარზე მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ გავაძლიეროთ საკუთარი უსაფრთხოება და წვლილი შევიტანოთ ევროპის უსაფრთხოებაში“, — თქვა დიპლომატმა ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ CSIS-ში გამოსვლისას.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ამ ეტაპზე მხოლოდ თურქეთი ეწინააღმდეგება. ანკარა ამ ქვეყნებისგან ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნას მოითხოვს.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0