რომელი ემოცია რას გვატკივებს, ანუ „ჩიკაგოს შვიდეული“

© Pixabay / Gustavo Fring ექიმი ესაუბრება პაციენტს
ექიმი ესაუბრება პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
სხეულისა და სულის კავშირზე ჯერ კიდევ არისტოტელე ლაპარაკობდა. მე-19 საუკუნეში კი მედიცინაში ახალი მიმართულება გაჩნდა — ფსიქოსომატიკა, რომელიც ჯანმრთელობაზე ემოციების, გრძნობებისა და განცდების გავლენას შეისწავლის.
21-ე საუკუნეში ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხოვნა — ფსიქოსომატური დაავადებების ცხრილია, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ პათოლოგიები განავითაროს.
სპეციალისტების თქმით, ფსიქოსომატიკა ითვალისწინებს გენეტიკასა და სქესს, სხეულის ფიზიკურ მახასიათებლებს, ოჯახურ ურთიერთობებსა და სოციალურ ცხოვრებას, ასევე ფსიქიკის ინდივიდუალურ გამოვლინებებს. ისინი საშუალებას აძლევს სპეციალისტს, დაადგინოს დაავადების გაჩენის მექანიზმი და გადაარჩინოს კიდეც ადამიანი.

რომელია ფსიქოსომატური დაავადებები

გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩიკაგოს ფსიქოანალიზის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანც ალექსანდერმა პაციენტებზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ხშირად ორგანიზმის დაავადების მიზეზი — სტრესია.
ალექსანდერთან ერთად მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე ფსიქოსომატური დაავადება გამოავლინა, რომლებიც „ჩიკაგოს შვიდეულის“ სახელითაა ცნობილი. ესენია:
1.
არტერიული ჰიპერტენზია.
2.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
3.
ნაწლავების ანთებითი დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება).
4.
ნეიროდერმატიტი (ატოპიური დერმატიტი).
5.
ბრონქული ასთმა.
6.
თირეოტოქსიკოზი (ჰიპერთირეოზი).
7.
რევმატოიდული ართრიტი.
როგორც მედიკოსები ამბობენ, თეორია და პრაქტიკა ადასტურებს, რომ ახლა ფსიქოსომატური დაავადებების სია ბევრად უფრო ფართოა; მასში შედის მრავალი სხვა დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ძლიერი ფსიქო-ემოციური განცდებისა და ადამიანის უუნარობის გამო, გაუმკლავდეს მათ.
დაავადებათა სამი ძირითადი ფსიქიკური მიზეზია:
ცხოვრების მიზნისა და აზრის არარსებობა;
სამყაროს კანონების იგნორირება;
საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, ასევე ნეგატიური აზროვნება.

სხეულის რომელ ნაწილებს ურტყამს ემოციები

ხერხემალი და თავი — ხერხემალი თავდაჯერებულობისა და დასაყრდენის სიმბოლოა, ხოლო ტანის ზედა ნაწილი წინსვლაზე აგებს პასუხს. თუ ადამიანს მხრები და თავი სტკივა, ეს ხშირად მიანიშნებს ინტელექტუალურ კონფლიქტებზე, როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს მომხდარს. ხოლო ყელის ტკივილი არის აზრის გამოთქმის უუნარობის სიმბოლო, რაც ასევე ხელს უშლის წინსვლას.
ფეხები — პასუხისმგებელია წარსულისა და ნაწილობრივ მომავლის ენერგიაზე. ფეხების ტკივილი მიანიშნებს წინსვლის შიშზე — წარსულზე „ჩაციკვლის“ გამო.
ქალის რეპროდუქციული სისტემა — ქალური დაავადებები ყოველთვის ასოცირდება ინტერსექსუალურ სფეროსთან, და წარმოიქმნება ამ საფუძველზე მიღებული ფსიქოტრავმის, ან პირად ურთიერთობებში ბედნიერების ნაკლებობის გამო. ხშირად ამგვარი მძიმე განცდები კონკრეტულ დაავადებებად გარდაიქმნება, რომლებიც იწვევს უნაყოფობას ან ტკივილებს.
ხელები — აღმოსავლურ მედიცინაში ხელისგულები ადამიანის ორგანოების პროექციად მიიჩნევა. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ხელები მჭიდროდ არის დაკავშირებული ტვინთან, რისი წყალობითაც მრავალი რთული და სწრაფი მოძრაობის შესრულება შეგვიძლია. გარდა ამისა, ხელები არის თვითგამოხატვის საშუალება, რადგან მათ აქტიურად ვიყენებთ ჟესტიკულაციისას.
ხელების დაავადებები მოწმობს, რომ ადამიანი განცდებშია რაღაც საქმის შესრულების, ან რაიმეს დაკარგვის შიშის გამო. გარდა ამისა, ხელებში უსიამოვნო სიმპტომები და ტკივილი მაშინაც ჩნდება, როდესაც ადამიანი მორალურად „უშვებს ხელებს“, ანუ ნებდება.
ყველა ახალი ამბავი
0