ელისაშვილი: საქართველოში პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციასთან შელაპარაკების, პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პრემიერს ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდნენ. საქმეში ჩართვა მანდატურებს მოუწიათ.

„ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა არის ფსკერზე. ორი დღე დარჩა და საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა გვითხრან, და ამას ვაზიანებთ ზუსტად", – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ, რომელიც 23-24 ივნისს ჩატარდება.
დეპუტატის თქმით, ქართული საზოგადოება „ასიათასჯერ უკეთესია“, ვიდრე მთელი პოლიტიკური სპექტრი და ყველა პოლიტიკოსი, რადგან საზოგადოებას ესმის, რა სურს კონკრეტულად საქართველოსგან ევროპას.
„დღეს განმიმტკიცდა აზრი, რომელიც მაქვს სულ, რომ ქართული საზოგადოება ასი ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან, და რომ ის მზად არის, პოლარიზაცია დაასრულოს", – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც მთავარი „მოქალაქე“ მიიჩნევს, პოლიტიკოსების, იქნება ეს მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, თითოეული ნაბიჯი და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ დაუმტკიცოს ევროპას – საქართველო ღირსია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
საქართველო იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი>>
„ამას ვეუბნებით უარს და ვეუბნებით, რომ გვირჩევნია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის მიმართ", – აღნიშნა ელისაშვილმა.
ევროკომისიამ 17 ივნისს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს "ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0