თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა - „აქსის თაუერსი" გაიხსნა

© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსი"
„აქსის თაუერსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის პირველი ცათამბჯენი – „აქსის თაუერსი" გაიხსნა.
„აქსის თაუერსი" არის დეველოპერული კომპანია „აქსისისა" და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტი. ესაა თანამედროვე, მოდერნისტული შენობა, რომელიც ორი იდენტური ფორმისა და სიმაღლის კოშკისგან შედგება. მათი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობაში 41 სართულია. მათგან 4 მიწისქვეშა და 37 მიწისზედა.

თეთრი კოშკი ეთმობა საცხოვრებელ კომპლექსს, შავ კოშკში კი ბიზნეს-ცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, შავ კოშკში მე-19 სართულიდან გახსნილია 5-ვარსკვლავიანი პრემიუმ-კლასის სასტუმრო „პულმანი", რომელიც ეკუთვნის Accor Group-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ „აქსის თაუერსი" არის რეგიონის პირველი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი.
„აქსის თაუერსი" ინოვაციური პროექტია არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისით. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.
კოშკები იმითაც გამოირჩევა, რომ აქ თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.
აქ განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომელიც ფრანგული ბრენდის Accor Group-ის შემადგენლობაშია; ქალაქის ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი – 25-მეტრიანი აუზი მოძრავი სახურავით და ღია ვერანდით; პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნეს-დარბაზი და სპაცენტრი; 12 რესტორანი და 7 ბარი, ასევე საფეხმავლო ქუჩა – რეკრეაციული ზონა.
© courtesy of Axis Towers „აქსის თაუერსის" გახსნა
Открытие Аксис тауэрс - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
„აქსის თაუერსის" გახსნა
სასტუმროსთან თავმოყრილია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნაგებობები საქმიანი შეხვედრებისთვის: ქალაქის ცენტრში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი და 7 სრულად აღჭურვილი ოთახი ბიზნეს-შეხვედრებისთვის. აქ მოწყობილია ასევე სინქრონული თარგმანის ოთხი ოთახი და მისაღები ტერასით.
ინვესტიციების საერთო მოცულობა 150 მილიონ დოლარს აღემატება. „საქართველოს ბანკი" ასევე მონაწილეობდა პროექტის რეალიზებაში. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „აქსის თაუერსი" მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შეიძლება საქართველოს განვითარების სიმბოლო გახდეს.
© courtesy of Axis Towers „აქსის თაუერსის" გახსნა
Открытие Аксис тауэрс - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
„აქსის თაუერსის" გახსნა
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ, ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს უნიკალური, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის.
ამ პროექტში ნახევარ მილიარდ ლარამდე, 150 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, ჩვენ ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ. „აქსის თაუერსის" მრავალფუნქციურობამ და, განსაკუთრებით, ბიზნეს-ცენტრის ამ მასშტაბმა ხელი შეუწყო ჭავჭავაძის გამზირის, ამ მონაკვეთის ბიზნეს-უბნად ქცევას. ეს ცათამბჯენი და ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ნამდვილად ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს.
ეს არის ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქში და კიდევ ერთი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავისი ინდივიდუალური სტილით, თავისი დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ადგილი გახდება ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ტურისტისთვის, სტუმრებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ქალაქს სტუმრობს.
როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობის მატება, ისე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, დახვეწა, ასევე ახალი საერთაშორისო დონის სერვისების დანერგვა თუ ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადი მივიღოთ და შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ვიზიტორებს, ტურისტებს მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება.
განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ „აქსის თაუერსი" მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე. ის ნამდვილად იძლევა წარმატებისა და სიამაყის საბაბს ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიისთვის, რადგან მსოფლიოს გამორჩეულ პროექტთა რიცხვს ეს ქართული პროექტიც შეუერთდება.
© courtesy of Axis Towers „აქსის თაუერსის" გახსნა
Открытие Аксис тауэрс - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
„აქსის თაუერსის" გახსნა
ამ მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია, დაახლოებით 1.000 ადამიანი დასაქმდა და, გარდა პირდაპირი დასაქმებულებისა, ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული, დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის იქნება დასაქმებისა და განვითარების ადგილი.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო როგორც ამ პროექტის იდეის ავტორს, ორგანიზატორებს, ინვესტორებს, ისე თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ უდავოდ განსხვავებული და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში.

„ეს პროექტი კარგი მაგალითია, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის დაბანდება არის ნამდვილად წარმატებული, უსაფრთხო და მომგებიანი. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშენებლებს, რომლებმაც ასეთი რთული ნაგებობა ააშენეს. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!" – აღნიშნა პრემიერმა.

„აქსის თაუერსის" დამფუძნებელმა, დეველოპერმა ალექსანდრე მეჟევიძემ თანაინვესტირების ფონდსა და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ფონდის მოზიდვის წყალობით მოხერხდა პროექტის სრულად რეალიზება.
„2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა შექმნა სრულიად ახალი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მანამდე ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ინვესტირების ინსტიტუტი პრაქტიკულად არ არსებობდა. თანაინვესტირების ფონდი გახდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბური ტიპის დეველოპმენტისთვის, როგორიც "აქსის თაუერსია“.
© courtesy of Axis Towers „აქსის თაუერსის" გახსნა
Открытие Аксис тауэрс - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
„აქსის თაუერსის" გახსნა
მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს და პერსონალურად მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდის ჩართულობამ გახადა შესაძლებელი, რომ Axis Towers-ი განხორციელებულიყო ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, მთელი თავისი მასშტაბით, ფუნქციების მრავალფეროვნებითა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა პროექტის ავტორმა, დეველოპერმა და „აქსისის" დამფუძნებელმა ალექსანდრე მეჟევიძემ.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ ასევე მიულოცა საზოგადოებას მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნა. მისი სიტყვებით, „აქსის თაუერსით" ყველა თბილისელი იამაყებს.

„დღეიდან ქალაქს შეემატება ახალი ღირსშესანიშნაობა, სილამაზითა და მასშტაბით გამორჩეული მრავალფუნქციური შენობა, რომელიც ნებისმიერ თანამედროვე ქალაქს დაამშვენებს და იქნება ყველა თბილისელის სიამაყის საგანი. დღეს მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა „აქსის თაუერსის" პროექტში იდეის, პროექტირების, მშენებლობისა თუ ექსპლუატაციის სტადიაზე.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი პარტნიორები, „აქსის თაუერსის" თანამშრომლები, რომლებმაც, მიუხედავად მრავალი სირთულისა, შეძლეს წერტილის დასმა თავისი არაორდინარული იდეისთვის. დიდი მადლობა მათ ამ იდეისა და იმისათვის, რომ საშუალება მოგვცეს, მონაწილეობა მიგვეღო ამ არაორდინარული პროექტის რეალიზებაში", – აღნიშნა ცოტნე ებრალიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0