მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: საწვავზე გადასახადის მოკრება შესაძლოა დროებით შეჩერდეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბენზინზე ფასების ზრდის გამო საწვავზე ფედერალური გადასახადის დროებით გაუქმებას განიხილავს, იტყობინება გაზეთი Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საკითხზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა განიხილავენ, შესაძლოა დღეს მიიღონ.
ამასთან, როგორც WSJ წერს, კონგრესში რესპუბლიკელებიცა და დემოკრატებიც სკეპტიკურად უყურებენ საწვავზე გადასახადის მოხსნას, ვინაიდან ეეჭვებათ, რომ ასეთი ღონისძიება ხელს შეუწყობს მაღალი ფასების სტაბილიზაციას.
აღინიშნება, რომ აშშ-ში ფედერალური გადასახადი ბენზინზე 18,3 ცენტს შეადგენს ერთ გალონ ბენზინზე, და 24,3 ცენტს – დიზელის საწვავზე.
აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ერთი გალონი არაეთილირებული ბენზინის საშუალო ფასი აშშ-ში 20 ივნისს 4,98 დოლარი იყო. მანამდე კი, 13 ივნისს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — 5,01 დოლარი გალონზე.
აღსანიშნავია, რომ საწვავზე გადასახადის მოკრება დროებით უკვე შეჩერდა რამდენიმე შტატში.
წყარო: Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0