მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

© courtesy of Tbilisi City Hallმდინარე ვერეს კალაპოტი
მდინარე ვერეს კალაპოტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები.

„ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია. მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა“, – განაცხადა კალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასევე გაიწმინდება თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე და მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი.
სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი. ადგილზე იქნება 20 ერთეული სპეციალური ტექნიკაც.
ყველა ახალი ამბავი
0